ორჰან ფამუქი – უმანკოების მუზეუმი


 პირველად ფამუქი 2 წლის წინ გავიცანი,როდესაც ” მე წითელი მქვია ” წავიკითხე.  კი,მომეწონა,მაგრამ იმ დღეს ვთქვი,როდესაც კითხვა დავამთავრე,რომ მეტი მის  შემოქმედებას აღარ გავეცნობოდი,მაგრამ მაგრამ მაგრამ… წელს ისევ მივუბრუნდი  და 1 თვის წვალების მიუხედავად მაინც დავამთავრე ” უმანკოების  მუზეუმი “.  ორივე ნაწარმოები თავიდან ძალიან მომეწონა,შუაში ისე გავიჭედე,რომ მინდოდა  აღარ დამემთავრებინა,მაგრამ მაინც მოვიკრიბე ძალები და დავამთავრე… ბოლო  ნაწილიც ძალიან მომეწონა ორივე წიგნში. ასე მემართება ალბათ ფამუქზე (  თავიდან – მომწონს, შუაში – ძალით ვკითხულობ და ბოლოს – ისევ მომწონს )

ეხლა კი  “უმანკოების მუზეუმზე” გადავიდეთ…

ეს არის ნაწარმოების სიყვარულზე თუ ტკივილზე, ბედნიერებაზე თუ უბედურებაზე? – ყველაფერი ერთად.

მოკლედ რომ ვთქვათ ეს არის ( ტრაგიკული ) სიყვარულის ისტორია 30 წლის მდიდარი ქემალისა და 18 წლის ღარიბ ფუსუნს შორის,რომელიც 1970-80-იანი წლების სტამბულში ვითარდება.

ეს ნაწარმოები ჩემთვის დავყავი 4 ნაწილად…

  1. ბედნიერება და სიყვარული – როდესაც ქემალი და ფუსუნი ბედნიერები იყვნენ ერთად თითქმის 2 თვე
  2. უბედურება,იმედგაცრუება,მოლოდინი,იმედი… – მონაკვეთი,როდესაც ქემალი 1 წლის განმავლობაში ეძებს ფუსუნს.
  3. ტკივილი და ბედნიერება- როდესაც ქემალმა იპოვა ფუსუნი,იმედები გაუცრუვდა და 8 წლის განმავლობაში დადიოდა ფუსუნის სახლში,იმ იმედით რომ ისინი ისევ ერთად იქნებოდნენ.
  4. ბედნიერება და ტკივილი – როდესაც ძლივს ისევ დაიბრუნეს ერთმანეთი,მაგრამ ………………………………. (((

აი ესე დავყავი ეს წიგნი 4 ნაწილად,ჩემს გონებაში.

ფუსუნის სიგარეტის 4213 "ბიჩოკი"

ფუსუნის სიგარეტის 4213 “ბიჩოკი”

ქემალის სიყვარული ფუსუნის მიმართ აუხსნელი და გაუგებარია ძალიან ბევრისათვის,ჩემთვისაც. როგორ შეიძლება ასე გიყვარდეს ადამიანი,ეტრფოდე,აღმერთებდე და მეტი არაფერი გაინტერესებდეს მის გარდა. ეს სიყვარული ქემალს ფუსუნის დანახვისთანავე გაუჩნდა და ამის შემდეგ იზრდებოდა და ღრმავდებოდა,ხდებოდა აუხსნელი და ტკივილის მომტანი. სწორედ ამ სიყვარულმა მისცა მოთმინება,რომ 1 წლის განმავლობაში არ დაეკარგა იმედი ფუსუნის პოვნისა,სწორედ ამ გრძნობამ ატარა ყოველ საღამოს ქემალი ფუსუნთან სახლში,გააძლებინა ყველანაირი ტკივილი და დამცირება. ამ რვა წლის განმავლობაში შეაგროვა ყველა ის ნივთი,რომელიც შემდეგ “უმანკოების მუზეუმში” გამოფინა. ეს მუზეუმი გახსნა ფუსუნის სახლში.

ცხოვრების საუკეთესო მომენტის გახსენება უდიდეს ტკივილსაც მოგვანიჭებს, რადგანაც კიდევ ერთხელ შევეჯახებით რეალობას, რომ ის წარსულს ჩაბარდა და აღარასოდეს განმეორდება.

ეს არის ერთი შეხედვით დამღლელი,მოსაბეზრებელი და გაწელილი რომანი,მაგრამ დასრულების შემდეგ მოდის ის ემოციები,რომლების აუცილებლად უნდა მოსულიყო,ნუ შეგაშინებთ დაახლოებით 700 გვერდი,ხალხის დამოკიდებულება და სხვა მიზეზები,წაიკითხეთ აუცილებლად.

პ.ს შინაარსი ძალიან მოკლედ მიწერია,აი ძალიან. არ მინდოდა რამე მნიშვნელოვანი დეტალი დამეწერა,რომ შემდეგ ემოციები გამეფუჭებინა თქვენთვის.

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s