ბავშვის დარღვეული ფსიქიკა


ვირტუალური სექსი იყო არის და იქნება ყოველთვის,ჩემი აზრით,მაგრამ მაინც რა არის ვირტუალური სექსი და ვისთან აქვთ ქალებს ასეთი სახის სექსი?!

– შეყვარებულთან? ქმართან,რომელიც ცოლისგან შორსაა? საყვარელთან? ადამიანთან,რომელსაც არ იცნობ?

ვირტუალურ სექსში,იმის გარდა რომ წერენ ერთმანეთს ეხლა ამას ვშვები ეხლა იმას,კიდევ უგზავნიან ერთმანეთს შიშველ და სექსუალურ ფოტოებს. ნუ ქმართან არაუშავს,მერე რა… ქმარია მაინც))

რა ხდება მაშინ,როდესაც ახალგაზრდა გოგოს თავის შეყვარებულთან  სექსიც აქვს და ვირტუალური სექსიც? უგზავნიან ერთმანეთს სექსუალურ სურათებს და მერე სად მიდის ეს სურათები?

გოგოები ამ სურათებს,კაცის გამოგზავნილს აჩვენებენ თავიან დაქალებს,მეგობრებს… მაგრამ ჩუუუ…. არავის არ უთხრა,ვინმეს ბოზი არ ვეგონო… ეს მეგობრები უმეტესად არ ინახავენ საიდუმლოს და სხვებსაც უყვებიან,თავიანთ მეგობრებს. თუ მეგობარმა მეგობარს არ შეუნახა საიდუმლო და მოუყვა თუ აჩვენა ეს სურათები თავის სხვა მეგობრებს რა ის ვიღაცეები დაინდობენ იმ გოგოს და ესენი შეუნახავენ ამ საიდუმლოს?! რა თქმა უნდა არა….

კი,ჰქონდეთ სექსი,ვინ უშლით,მაგრამ ეს ვირტუალური სექსი რაღა საჭიროა? ეს ფოტოები დადის მერე სადაქალოდან სადაქალოში. და რა საძმაკაცოდან საძმაკაცოში არ ივლის?! ივლის,ივლის…

ისტორია,რომელიც ჩემამდეც მოვიდა ერთ ასეთ ახალგაზრდა მარტოხელა დედას გადახდა… არა,ის ბოზი არ არის…

როდესაც დედა ხარ,ჯერ შვილზე უნდა იფიქრო და შემდეგ უკვე შენ თავზე… ხო,ქალი ხარ შენც გჭირდება სითბო,სიყვარული და ა.შ მაგრამ ამან შენი შვილის ფსიქიკაზე არ უნდა იმოქმედოს. არ უნდა მიუბრუნდეს ვიღაცა და არ უნდა უთხრას,იცი მე დედაშენის შიშველი ფოტოები მაქვს ნანახი ან დედაშენი ჩვენ უბანში უკვე იმდენთან იწვა,ვეღარც ითვლის ან დედაშენი,სადამ შენ გაჩნდებოდი უკვე 100 კაცთან იყო და მამაშენი ვინა არის იცი?! რატო,რატო??!!! დედა თუ არ ზრუნავს შვილზე,რომ ასეთი ჭორები თუ სიმართლე შვილამდე არ მივიდეს,ჩვენი საზოგადოება და ახალგაზრდობა იფიქრებს? მაგრამ არა,ეს გოგო ბოზი არ არის,უბრალოდ უყვარს კაცები,მერე რა…

ისტორია,რომელიც ჩემ ყურამდეც მოვიდა შემგედნაირია:

ამ გოგოს ყავს 12 წლის შვილი,ვისგან ყავს იცის,მაგაზე შარს ვერ მოვდებთ,მაგრამ აი ის უკვე თუ რანაირად ჩაისახა ეს ბავშვი და ვინაა მამა და სადაა მამა ამას უკვე აღარ დავწერ…

კი,ჰყოლია ჰყავს და ეყოლება ამ გოგოს კაცები,მაგრამ რა სახით? რამდენი კაცი ჰყავდა მართლა აღარ ახსოვს,პირველი ვინ იყო ისიც აღარ ახსოვს… ასეთი სახის სურათებსაც იღებს მერე რააა,მხოლოდ ერთ მეგობარს გაუმხილა,ის არ იტყვის,რადგან თხოვა არ თქვა ვიღაცას ბოზი არ ვეგონოო,მაგრამ  ყველას გონია… და უკვე ბავშვამდეც მიდის ეს ამბები… 12 წლის ბიჭსათვის ასეთი ამბები გასაგები და მისაღები ნამდვილად არ არის…. მითუმეტეს თუ დედის ფეისბუქზე ხედავ მოწერილს ” ჩემთან სექსი არ გინდა?”… ამ გოგომ არ იცის ვინ არის ეს კაცი,არ იცნობს… მერე რა,რომ უცნობებიც თავაზობენ სექსს,ის ბოზი არ არის,პატიოსანი დედაა და ბიჭსაც ღირსეულს ზრდის,მაგრამ ფსიქიკურად უკვე ცუდად მყოფს…

ხომ წარმოგიდგენიათ,როგორი ასატანი და გადასატანია ეხლა ეს ამბები 12 წლის ბიჭისათვის,დედას რა კიდია?!

შესაძლებელია რაღაცეების ისე დამალვა და შეფუთვა,რომ შვილებმა ვერ გაიგონ. ამისათვის პარტნიორიც უნდა შეარჩიო კარგად და ისიც თუ ვის ანდობ ამ საიდუმლოს. ასევე ადგილი თუ სად შეხვდები და სხვა ყველაფერი…

– რატო უნდა დავმალო,რა რამე მაქვს დასამალი?! – არა გოგონა შენ შეიძლება არ გაქვს დასამალი არაფერი და ძალიან თავისუფალი “პრადვინუტი” და თანამედროვე,ევროპელი გოგო ხარ,მაგრამ როდესაც შვილს აჩენ უკვე სხვა პასუხიმგებლობა გენიჭება,სხვანაირად უნდა შეხედო ყველაფერს,ისე რომ ბავშვს არ დაუმახინჯო ცხოვრება,არ ჩააყენო უაზრო სიტუაციაში,არ აჩუბო ყოველ ღამე იმის გამო,რომ უკვე იმდენ კაცთან ყოფილხარ სათვალავი შენც კი აგერია. არ უნდა აცხოვრო ბავშვი პატარა ასაკში ხან ერთ საყვარელთან და ხან მეორესთან,მერე რა რომ გგონია ” უუფ,რომ გაიზრდება აღარ ემოხსოვრება ჯერ 4 წლისაა”,4 წლის ბავშვებსაც ახსოვს თუ რა ხდებოდა მათ თავს.

გაიზარდა ბავშვი,ეხლა უკვე აუკრძალა დედამ თავის თავს საყვარლებთან იცხოვროს და აცხოვროს ბავშვი,მაგრამ თავის სახლში მაინც მოყავს საყვარლები. ამით იცავს შვიილს?!

კარგი რააა !!!!

ამას აქ იმიტომ ვწერ,რომ დავიცალო… მე ხომ არ შემიძლია მივიდე და პირდაპირ ვუთხრა ამ გოგოს ყველაფერი. ის გაბრაზდება,მეტყვის შენი რა საქმეა და ა.შ და თან რაც მთავარია შემდგ მარტომ რომ დარჩება იფიქრებს არა იმაზე,რომ აი შვილის გამო მეუბნება ამას,არამედ იტვის მე ბოზი ვგონივარ და ამიტომ მითხრა ეს!

ასეთი აზროვნებაა ჩვენთან…..

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s