Anyway…. BlaaaH…


ჩემი თინეიჯერული ცხოვრება დამთავრდა?! თუ არც კი მქონია?!

ნეტავ არსებობს თუ არა სინამდვილეში ისეთი სკოლის პერიოდები,როგორიც ამერიკულ ფილმებში და სერიალებშია ნაჩვენები? უფრო კონკრეტულად კი “high school-ის” მოსწავლეების ნაირი ცხოვრება? სადაც ბავშვები რამდენიმე ჯგუფებად იყოფიან, პოპულარული გოგოები და ბიჭები,რომლებიც დასვენებებზე ერთად სხედან სკოლის ეზოში მრგვალ მაგიდებთან,”ლუზერები”,რომლებიც ნაგვის ყუთთან მდგარ მაგიდებდათ ჭამენ, თინეიჯერები,რომლებიც თავიანთ თავში არიან ჩაკეტილები და ან მხოლოდ კითხულობენ,ან მძიმე როკს უსმენენ ან თავიანთი ტრაგიკული ცხოვრების შესახებ ბლოგზე წერენ?

მე ასეთი სკოლის პერიოდი არ მქონია…

large

ჩემ სკოლაში იყვნენ პოპულარული გოგოები და ბიჭები,მაგრამ ბუფეტში ერთად არ ისხდნენ და  არ ამცირებდნენ სხვებს… “ლუზერები” კი,როგორ არ იყვნენ ჩემ სკოლაში,მაგრამ დასვენებებზე  კლასში რჩებოდნენ და ყველასთვის შეუმჩნევლები იყვნენ…

ნეტავ მე რა ტიპის გოგო ვიქნებოდი ? სკოლის ფეხბურთის გუნდის პოპულარული შეყვარებული  მეყოლებოდა თუ უბრალოდ ვინმე რიგითი ბიჭი? 16 წლის ასაკში მეც მეყოლებოდა მანქანა და არ  მომიწევდა სკოლის ავტობუსით სიარული?

უკვე რამდენიმე დღეა ამ საკითხზე მეფიქრება… იქნებ საერთოდ არ არსებობს ასეთი სკოლის პერიოდები,როგორსაც ფილმებსა და სერიალებში აჩვენებენ? ყოველ შემთხვევაში მე უარს არ ვიტყოდი ასეთი ცხოვრებით მეცხოვრა თუნდაც 1 თვე….

ჩემმა თინეიჯერულმა წლებმა უაზროდ ჩაიარა?

არასოდეს არ ვყოფილვარ Pool party-ზე,პლიაჟზე კოცონთან არ გვქონია ე.წ ” ფართი “.  ((( ჩემი სკოლის ბავშვები მხოლოდ რომელიმე სკოლელის სახლში ვიკრირებოდით ან სადმე კაფეში,ან შეიძლება კლუბში ვიხდიდით დაბადების დღეებს… ჩვენ არასოდეს გვქონია წითელი ერთჯერადი ჭიქები და ლუდის ბალონები ( იმედია სწორედ დავწერე ან ავღწერე ეს ლუდის ბალონი )))

მე ბანკეტი არ მქონია სკოლის დარბაზში)) არ გვყოლია ბანკეტზე მეფე და დედოფალი,არ გვიფიქრია ის,რომ ვისთან ერთადაც ბანკენტე მივდიოდით ლიმუზინით მოგვაკითხავდა და ღამე კი სასტუმროში წაგვიყვანდა,რომ იქ გაგვეტარებინა ღამე…

არ გვყოლია სკოლის ფსიქოლოგი….

მოკლედ,საერთოდ არაფერი არ გვქონია ისე,როგორც ამერიკულ ფილმებსა და სერიალებშია ნაჩვენები…

ჩვენ გვყავდა სკოლაში “ძველი” და გოიმი ბიჭები… პულივიზატორით მოხატული სკოლის კედლები,ფიზკულტურა არ გვიტარდებოდა,დავდიოდით შატალოებზე და არ გვქონდა ლიტერატურის გაკვეთილები ( ისეთი როგორიც ფილმებშია )))

ზაფხულობით არ დავდიოდით ბანაკებში… ყველა თავის პონტში მიდიოდა დასასვენებლად…

დასაცინი არ იყო ის ფაქტი,რომ ვინმე კიდევ ქალიშვილი იყო,პირიქით…

მე მქონდა ჩვეულებრივი ქართული სკოლა და სკოლის ამბები,არანაირი ამერიკული ისტორიები…

არავინ იკლავდა თავს და ვენებს იჭრიდა იმის გამო,რომ ვიღაც ჩირლიდერი დასცინოდა… ან მისი ყოფილი თავის მეგობართან წავიდა და ა.შ

მაგრამ ჩვენ გვქონდა ძველი ბიჭების ჩხუბები და “რაზბორკები” სკოლაში,ვეწეოდით ტუალეტში,ხდებოდა მკვლელობები…

მიუხედავად იმისა,რომ კმაყოფილი ვარ ჩემი სკოლის პერიოდით,მაინც მწყდება გული და მაინტერესებს ვინ ვიქნებოდი მე ტიპიურ ამერიკულ სკოლაში….

ამას ვერასოდეს ვერ გავიგებ და სულ სულ ცოტაზე მწყდება გული….

 

3 responses to “Anyway…. BlaaaH…

  1. Pingback: My Escape From Reality…. | Just Smile·

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s