My Escape From Reality….


 ჩემი წინა პოსტი თუ წაიკითხეთ,უკვე იცით რა თემაზე მეფიქრება უკვე რამდენიმე  დღეა,დაახლოებით კი უკვე მე-4 დღე მთავრდება…

ძალიან კარგად მახსოვს თუ როდის დავფიქრდი ამ თემაზე,რომელზეც სადღაც გულის სიღრმეში  ალბათ სულ მეფიქრებოდა და გულიც მწყდებოდა,რომ ფილმის ან სერიალის თინეიჯერი გოგოს ცხოვრება არ მქონდა…

4 დღის წინ აივანზე გავედი სუფთა ჰაერის ჩასასუნთქად. უკვე იგრძნობოდა რაღაცნაირი ცხელი  ზაფხულის საღამოს სუნი და მაშინ მივხვდი,რომ რაღაც მაკლდა… აწმყოში არა,არამედ წარსულში…

კი მქონია საზაფხულო ფლირტები,სერიოზული ურთიერთობებიც,რომლებიც ზაფხულშიც გაგრძელებულა,მაგრამ არ მქონია ის სიტუაციები,როგორსაც ამერიკელი რეჟისორები გვაჩვენებენ….

ადრე არასოდეს ასე გულახდილად ჩემ თავთან არ შევწუხებულვარ ამ პრობლემით ( თუ შეიძლება,რომ ამას ფიქრებს ასე ვუწოდო )

მოკლედ,საშინლად მომინდა ვყოფილიყავი ისევ 15-16 წლის გოგო,ყოფილიყო ზაფხულის არდადეგები და თავისუფალი ვყოფილიყავი ახალი სასიყვარულო ურთიერთობებისათვის….

დროის მანქანა არ მაქვს სამწუხაროდ,რომ 6 წლით უკან დამებრუნებინა ჩემი ცხოვრება და თბილისიდან გადავბარგებულიყავი,მაგალითან კალიფორნიაში…

შემოვედი აივნიდან,ვეცი ჩემ ლეპტოპს და დავიწყე წიგნის ძებნა,რომელიც ერთი თინეიჯერი გოგოს შესახებ იქნებოდა,ექნებოდა ჩვეულებრივი თინეიჯერული პრობლემები:მშობლებთან,მეგობრებთან,თავის ხელა ბავშვებთან და იქნებოდა შეყვარებული უგონოდ… მოკლედ,მსგავსი თინეიჯერული დრამის საძებნელად შევვარდი https://www.goodreads.com/-ზე… ბევრი,ბევრი ძებნის შემდეგ ( იცით,ძალიან ბევრი ყოფილა მსგავსი წიგნები,სხვადასხვა და მსგავსი ბანალური შინაარსებით ) ვიპოვე ერთი ავტორი Jenny Han… შემდეგ შევედი მის ნაწარმოებების ჩამონათვალში და იქიდან ბევრი ფიქრის შემდეგ ავარჩიე ერთი წიგნი,სახელად : To All the Boys I’ve Loved Before… ( სიმართლე გითხრათ ეს წიგნი იმიტომ ავარჩიე,რომ დანარჩენები იყო 2,3 და ზოგიც მემგონი 4 ნაწილიანი,მე კიდე ზუსტად არ ვიცი რამდენი ხანი გამყვება “ამერიკული თინეიჯერობის სურვილი”,ამიტომ ავარჩიე ეს წიგნი,რომელზეც შემდეგ გავიგე,რომ მეორე ნაწილი 2015 წელს გამოდის,ვნახოთ ერთ წელიწადში თუ მომინდება გაგრძელების წაკითხვა) ეს წიგნი არის ერთ თინეიჯერ გოგოზე სახელად Lara Jean,რომელსაც ჰყავს ორი და და მამა… ეს გოგონა უწერდა წერილებს იმ ბიჭებს,რომლებიც ოდესმე ჰყვარებია,სულ კი ხუთია ასეთი ბიჭი… მოულოდნელად კი ხდება საშინელება და ეს წერილები ამ ბიჭების ხელში აღმოჩნდება…. მოკლედ ძალიან დამაინტერესა,რადგან მიყვარს წერილები,მაილები და ა.შ… ამიტომ ჩამოვყალიბდი და ავირჩიე ეს წიგნი… 

ჩემი ბლოგის მკითხველებმა იცით,რომ ვგიჟდები სერიალებზე… ამიტომ ვიფიქრე,რომ მსგავს სერიალსაც ვიპოვიდი და დავიწყებდი ყურებას. ( იქიდან გამომდინარე,რომ მემგონი არ არსებობს სერიალი რაც არ მაქვს ნანახი,ეს ძალიან რთული აღმოჩნდა) დიდი ძებნის შემდეგ ვიპოვე სერიალიც,სახელად: Awkward… ამ სერიალში საშინლად ვარ ჩართული,1,2,3 სეზონი დავამთავრე,ვუყურე მე-4 სეზონის 1,2 სერიებს და ველოდები ეხლა 29 აპრილს,რომ მე-3 სერია გამოვიდეს…

მთელი 4 დღე ( სიმართლეს ვამბობს!,მთელი 4 დღე ) ხან ამ სერიალს ვუყურებდი,ხან ვკითხულობდი… ის ფაქტი,რომ თბილისში ვცხოვრობ,დავდივარ ჩვეულებრივ ქართულ უნივერსიტეტში და მყავს ჩვეულებრივი ქართველი  მეგობრების წრე და ჩვეულებრივი ქართველი შეყვარებული,აი მართლა დამავიწყდა)))  ჩემ თავზე ეხლა მეც ძალიან მეცინება,მართლა… ეხლა გავაცნობიერე,როგორ მოვწყდი რეალობას…

რეალობას დავუბრუნდი მაშინ,როდესაც მე-4 სეზონის მე-2 სერიას ვუყურე და ამით მორჩა გამოსული სერიალები… ჩემი ქინდლი დაჯდა და დასატენად შევაერთე და აი ამ დროს შემთხვევით შევხედე საათს და გამახსენდა,რომ დღეს კვირა დღეა 21:00 20 წუთში დადგებოდა და ჩავრთე ტელევიზორი,რომ გადაცემა “ჩემი წიგნი”-სთვის მეყურებინა… ამ 4 დღის განმავლობაში გავაკეტე სხვა რაღაც,კითხვის ან სერიალის ყურების გარდა)))

მემგონი ცოტა მოვედი აზრზე,ისე ძალიან აღარ მეფიქრება ამერიკული თინეიჯერობის პერიოდზე,თანდათან ვუბრუნდები რეალობას…

იმედია ამ სერიალის და წიგნის დამთავრების შემდეგ ასეთი ფიქრები აღარ შემიპყრობს და ბოლომდე გავაანალიზებ იმას,რომ უკვე აღარ ვარ თინეიჯერი… ვიყავი ქართველი თინეიჯერი გოგონა 7 წლის განმავლობაში და ამას ვეღარ შევცვლიი,სანამ დროის მანქანას არ გამოიგონებენ ან ვინმე ” ვეძმას” არ შევხვდები და ის არ გადამისვრის უკან ჩემს წარსულში…

პ.ს ჩემი წარსულითაც და აწმყოთიც მაინც ძალიან კმაყოფილი ვარ… მერე რა,რომ ფილმების და სერიალების ცხოვრება არ გამომივლია )))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s