Divergent – Veronica Roth


divergent_hq ეს არის წიგნი,რომელმაც 2 დღე საერთოდ მომწყვიტა რეალობას… ფანტასტიკური წიგნია,აი მართლა სიტყვები არ  მყოფნის ჩემი ემოციების გამოსახატავად… საერთოდ რაღაც არასოდეს არ მომდომებია ამ ჟანრის ( Science  Fiction > Dystopia, Fantasy)  წიგნის წაკითხვა… მაგრამ ამ წიგნის საშუალებით მინდა ვთქვა,რომ ეს ჟანრი ძალიან  მომეწონა და ალბათ მომავალში კიდევ წავიკითხავ მსგავსს წიგნს… ნუ თუ ამ წიგნის დანარჩენ ნაწილებს არ  ჩავთვლით…

მოკლედ…

მოქმედება მომავლის ჩიკაგოში ხდება,სადაც მოსახლეობა 5 ფრაქციად არის დაყოფილი:

Tumblr_lyjqi49VDD1rorhaao1_500

  1. Dauntless – სიმამაცე. ისინი გამოიჩევიან სიმამაცით,შავი ტანსაცმლით და ტატუებით. ისინი იცავენ ქალაქს და პასუხიმგებლები არიან უსაფრთხოებაზე.
  2. Amity – მშვიდობის მოყვარულები. ისინი ყველაფრით კმაყოფილები არიან.მათთვით მთავარია მშვიდობა და სიკეთე. მხოლოდ ისინი ატარებენ ფერად სამოსს…Tumblr_lyjqq7MgT81rorhaa
  3. Erudite – ინტელექტი – ეს ფრაქცია ყველაზე განათლებულია და მათი პრიორიტეტიც განათლებაა,ისინი ატარებენ ლურჯი ფერის ტანსაცმელს.ისინი პასუხიმგებლები არიან განათლებაზე,მეცნიერებასა და განვითარებაზე.მათი Tumblr_lyjpz8z4C61rorhaaსაცხოვრებელი ადგილია სავსეა შუშებიანი შენობებითა და ბიბლიოთეკებით.
  4. Candor-  გულახდილობა.მათვის ყველაზე მნიშვნელოვანია სიმართლე და ისინიც სულ სიმართლეს ლაპარაკობენ. ტყუილი Tumblr_lyjq7pBlbH1rorhaao1_500მათვის საშინლად მიუღებელია. ისინი ატარებენ თეთრ ან შავ-თეთრ სამოსს…
  5. Abnegation – თავგანწირვა.ისინი გამოირჩევიან უბრალოებითა და თავგანწირვით. ეს არის ფრაქცია,რომელიც ფრაქციის გარეშე დარჩენილ ადამიანებს ეხმარება.სწორედ ისინი არიან მთავრობაში.ატარებენ ნაცრისფერ ტანსაცმელს.Tumblr_lyjqdnMIwi1rorhaa

 

ბავშვები,რომლებსაც 16 წელი უსრულდებათ გადიან ტესტსს.სწორედ ამ ტესტის შედეგად განისაზღვრება თუ რომელ ფრაქციას მიეკუთვნები. არჩევის ცერემონიალზე ისინი უკვე ირჩევენ იმ ფრაქციას,რომელიც თვითონ სურთ,არ აქვს მნიშვნელობა ტესტის შედეგს,არჩევანი მხოლოდ შენზეა დამოკიდებული,მაგრამ არჩევის შემდეგ შეცვლის უფლება უკვე შეუძლებელია. არჩევის ცერემონიალზე ცალ-ცალკე გასული ყოველი 16 წლის ბავშვი იჭრის ხელს და სისხლს აწვეთებს იმ ფრაქციის ჯამში,სადაც უნდა რომ მოხვდეს. ამის შემდეგ უკვე იწყება,ასე ვთქვათ გამოსაცდელი პერიოდი,ასრულებ სხვადასხვა დავალებებს და უკვე ამის შემდეგ გადაწყდება შენი ბედი,გაგაწევრიანებენ შენს მიერ არჩეულ ფრაქციაში თუ დარჩები ფრაქციის გარეთ და მოგიწევს ქუჩაში ცხოვრება.

ასევე არსებობენ ადამიანები,რომლებიც არ მიეკუთვნებიან მხოლოდ ერთ ფრაქციას და არ აქვთ მხოლოდ ერთი ფრაქციის თვისება. ასეთებს ეწოდებათ Divergent…  მათი გაკონტროლება შეუძლებელია,ამიტომაც ინტელექტის( Erudite ) ფრაქციის წევრებს უნდათ მათი მოკვლა,რომ მომავალში მათ საფრთხე არ შეუქმნან… ასეთი ადამიანები თავს აფარებენ,რომელიმე ფრაქციას და ცდილობენ იყვნენ შეუმჩვლები,რათა არ აღმოაჩინონ ისინი…

  I believe in ordinary acts of bravery,in the courage that drives one person to stand up for another!

ბეატრისი 16 წლის გოგოა ფრაქცია Abnegation-დან. ტესტმა აჩვენა,რომ მას აქვს 3 ფრაქციის თვისება: ინტელექცი,თავნაგწირვა და სიმამაცე. ამიტომ მან უნდა დამალოს თავისი განსხვავეულობა და აირჩიოს ისეთი ფრაქცია,სადაც ამას ყველაზე კარგად შეძლებს,იგი ირჩევს მამაცებს ( Dauntless ). სწორედ აქ იწყება თავდავიწყება!

I’m divergent and I am can’t be controled!

გუშინ ვნახე ფილმიც,დიდად არ მომეწონა… ბევრი რაღაც იყო ამოღებული და შეცვლილი… ამიტომ არ მომეწონა… წიგნი რომ არ მქონოდა წაკითხული აუცილებლად მომეწონებოდა,მაგრამ ეხლა წაკითხვის შემდეგ არ აღვფრთოვანდი… კი კარგი გადაღებული ფილმია და შთამბეჭდავი მართლა,მაგრამ წიგნი 100000000 %-ით უფრო მაგარია… ნუ როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე…

10247425_851621464864757_7056505230295465150_n

 

ეს წიგნი შედგება 4 ნაწილისაგან :

  1. Divergent
  2. Insurgent
  3. Allegiant
  4. Four – რომელიც ივლისში გამოდის

ფილმის მეორე ნაწილის ( Insurgent ) პრემიერა იქნება 2015 წლის 20 მარტს.

ასევე დაგეგმილია მესამე ნაწილის ( Alleigiant ) გადაღებაც,რომელიც სავარაუდოდ გამოვა ან 2016 წელს ან 2017-ში… ( გაზაფხულში )

 

 

 

 

5 responses to “Divergent – Veronica Roth

  1. მარტო პირველი წიგნი გაქვს წაკითხული? ტრილოგიაა და Allegiant-ით მთავრდება. რაც შეეხება Four-ს, ეს არის მოთხრობები, მოყოლილი ოთხის მიერ. ზოგი იგივე ისტორიაა, ზოგიც დივერგენთამდე ამბები.
    Allegiant-ს ორ ნაწილად გაყოფენ და ასე გადაიღებენ, ეს ნაწილები გამოვა შესაბამისად 2016 და 2017 წლებში.

    • ჯერ მარტო პირველი ნაწილი მაქვს წაკითხული… ხო ვიცი ეგ ყველაფერი ))

      • მე მომეწონა ტრილოგიის შემდეგი წიგნებიც🙂
        წარმატებები!

  2. გამარჯობა,წიგნი სად ვიპოვო რომ წავიკითხო შეგიძლიათ მითხრათ? მადლობა წინასწარ

    • ქართულად არ არის რამდენადაც მე ვიცი და არც ის ვიცი სამწუხაროდ იყიდება თუ არა ჩვენთან … მე პირადად ინგლისურად წავიკითხე ქინდლში… http://kickass.to/ ამ ტორენტიდან გადმოვიწერე…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s