ეჰ,ბედკრულო საქართველო ! N2


ამ პოსტისა არ იყოს და დღესაც ძალიან სასაცილო ამბავი შემემთხვა…

მოკლედ დღეს ჩემს გოგოებთან ერთად girls night out მქონდა,ხოდა ჩემმა ერთ-ერთმა მეგობარმა მოიყვანა თავისი ჯგუფელი მეგობარი,რომელსაც არავინ არ ვიცნობდით…

/ ნუ მოგეხსენებათ და სადაც არ უნდა წავიდე ყველგან დამაქვს წიგნი,რა იცი რა ხდება,უნდა მქონდეს… იმის და მიუხედავად რომ გოგოებთან ერთად მივდიოდი მაინც წავიღე… /

ბევრი ლაპარაკის,ჭორაობისა და სიცილის შემდეგ ეს გოგო მომიბრუნდა და მეკითხება…

-კითხვა გიყვარს?…

კი მე ვუთხარი,მაგრამ დავიბენი… მეთქი შუბლზე მაწერია,რომ გამარჯობათმეკითხვამიყვარს…

-უბრალოდ ჩანთაში დავინახე,რომ წიგნი გიდევს…

აი ძალიან დამაბნია… რა უნდა მაგის თვალებს ჩემ ჩანთაში??… ნუ ჩემი წამიერი ფიქრების შემდეგ ვუპასუხე,რომ მართალი იყო და მართლაც მედო წიგნი ჩანთაში… მე მეგონა დაინტერესდებოდა რა წიგნია,მომწონს თუ არა და ა.შ… რავიცი მე ეგრე მოვიქცეოდი,მაგრამ სულ არ ეკიდა?!))

ჩემმა მეგობარმა კი განავრცო თემა /სოფო და  წიგნები /

მოკლედ ამ გოგოს საშუალებით აღმოვაჩინე,რომ კითხვა დროის კარგვაა,რათ მინდოდა ეხლა კაფეში წიგნის წამოღება,როდესაც ვიცოდი რომ გოგოებთან ერთად მივდიოდი და წაკითხვის შანსი არ მექნებოდა… ასევე წიგნის წაკითხვა ზაფხულში,მითუმეტეს თუ ქალაქ გარეთ ხარ მარაზმია ))) боже мой! 

ხოოო… კიდე რაღაც ბრძნული აზრებიც აფრქვია,მაგრამ მე აღარ მომისმენია…

 

ამ ორი შემთხვევის გამო გადავწყვიტე,რომ მემგონი დროა ჩემს ბლოგზე გავხსნა ახალი ტოპიკი )))

/ ეჰ,ბედკრულო საქართველო ! /

ამ შინაარსი კი ალბათ რა იქნება უკვე მიხვდით )))

ამ ხალხის მაგივრად მე მცხვენია უკვე რა…

 

ეჰ….

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s