ზაფხული წლის ყველაზე მაგარი პერიოდია… ისვენებ,ისვენებ და ისვენებ…

ყოველი დაძაბული წლის შემდეგ ზაფხულში ყოველთვის იმედი მაქვს ხოლმე რომ წელს მაინც დავისნებ-მეთქი,მაგრამ მხოლოდ ერთი ზაფხული მახსოვს,როდესაც აი რასაც ქვია კარგად დავისვენე… არაფერი არ მიშლიდა ნერვებს და ჩემ გემოზე ვიყავი…

ეს ზაფხული იყო მე-11 კლასის შემდეგ… აი უკვე აბიტურიენტობისთვის რომ ემზადები და ეგ ფიქრიც კი რომ გღლის და გაწამებს…

კარგად მახსოვს,უკვე გაცნობიერებული მქონდა სექტემბრიდან რაც მომელოდა… ( გადაჭარბებით,რა თქმა უნდა ) ამიტომ გადავწყვიტე აგარაკზე ავსულიყავი… თუ სწორად მახსოვს მემგონი განრიგიც კი შევადგინე,როდის რა უნდა გამეკეთებინა,მაგრამ ეს თუ სიმართლეა ანუ არ შემისრულებია…

დილაობით არ ვჩქარობდი ადგომას…ანდა სად მეჩქარებოდა რო?))

გაგვიძების შემდეგ საკმაოდ დიდი ხანი ვნებივრობდი ლოგინში… ვემესიჯებოდი/ვურეკავდი გოგოებს , სიმღერებს ვუსმენდი …

შემდეგ ვდგებოდი ჩავდიოდი ქვემოთ ვსაუზმობდი და შემდეგ თუ გვიანი არ იყო უკვე ძალიან ან თუ ცუდი ამინდი არ იყო ზაგარზე ვწვებოდი… თუ ზაგარი არ გამომივიდოდა მაშინ ცივ ყავას ვიკეთებდი,ჰამაკში ვწვებოდი და ვკითხულობდი… 

სადილის დროს მოდიოდა ამასობაში… ვსადილობდი… შემდეგ გარეთ გასასვლელად ვემზადებოდი… და ესე 7-8 საათზე გარეთ “ბირჟაზეც” გავდიოდი….

დღის ამ პერიოდში რა თქმა იყო საზაფხულო დრამები,ისტორიები… ყველა ზაფხულს ხომ ყოველთვის თავისი ისტორია აქვს… ხოდა ამ ჩემით შექმნილ წყნარ ზაფხულსაც კი ჰქონდა თავისი ისტორია… ვისთან მაგის დაწერა კიდევ აღარ მინდა…

ღამე სახლში რომ შევიდოდი ჩაის გავიკეთებდი,დავიჭრილი ხილს და ავდიოდი ჩემ ოთახში… ისევ ავიღებდი წიგნს და ჩაძინებამდე ვკითხულობდი…

ეხლა რომ მახსენდება სახეზე ღიმილი ამ მშორდება… როგორ მაგრა მქონდა ჩემი ოთახი მოწყობილი იმ წელს,ვგიჟდები… ესე კარგად არასოდეს არ მქონია მოწყობილი…

ასეთი მშვიდი ზაფხული არც ადრე მქონია და არც იმ წლის შემდეგ… იმედია ერთხელ მაინც კიდევ მექნება ასეთი ზაფხული…

21 წლის განმავლობაში ყველაზე ყველაზე მაგარი ზაფხული იყო… იყო მშვიდი,წყნარი და დრამებისგან თავისუფალი… ♥

 

 

2 responses to “

  1. *>* გიტარებია დრო და ეგ არის *>* ჩემთვის დასვენება ეს უფროა ვიდრე ხალხმრავლობაში გარევა *>* წელს ნამდვილად ვაპირებ წინაზაფხხულის შეცდომები აღარ დავუშვა და მარტო წავიდე *>* გისურვებ კარგად გაგეტარებინოს ეს ზაფხული❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s