თბილისის წიგნის ფესტივალი XVI


1401104570_159473

 

წიგნის ფესტივალისათვის მომზადება მარტში დავიწყე… ავიღე ერთი საფულე და  იქ ვაგროვებდი ფულს ამ ფესტივალისათვის…

მაისის 25დან უკვე დავიწყე კატალოგების ძებნა და 29 მაისამდე უკვე შესწავლილი  მქონდა დიოგენეს,პალიტრის,ინტელექტისა და სულაკაურის შემოთავაზებები…

დღე 1… 29 მაისი,ხუთშაბათი… 

წიგნის ფესტივალი 29 მაისს იხსნებოდა 11 საათზე… მე 11ზე მისვლა ვერ მოვახერხე და დაახლოებით 4 საათზე მივედი…

თავიდან თვალები ისე ამიჭრელდა ვერ მივხვდი სად რა იყო,ჯერ სად მივსულიყავი და ა.შ ასევე მქონდა ფულის ნაწილი წაღებული,რატომ დამემართა ესე არ ვიცი,მაგრამ ბოლოს მივხვდი,რომ გამიმართლა რომ მთლიანად არ მქონდა ფული წაღებული….

პირველად დიოგენეს დახლთან მივედი,სადაც 2 წიგნი ვიყიდე… ეს ის წიგნები იყო,რაც ზუსტად ვიცოდი რომ უნდა მეყიდა… კიდევ მქონდა დიოგენეს 2 წიგნი ჩაფიქრებული რომ მეყიდა,მაგრამ თავი შევიკავე…

წავედი შემდეგ წრეზე და შეძლებისდაგვარად ნელა ვათვალიერებდი ყველა დახლს… გასაკვირია და პირველ დღეს სულაკაურთან რატომღაც არ გავჩერდი…

აი მეორე გაჩერება პალიტრასთან იყო,სადაც 1 წიგნი ვიყიდე…

შემდეგ გავჩერდი ინტელექტთან,მაგრამ არაფერი არ მიყიდია… ამის მერე იყოს პროსპერო არც აქ მიყიდია,რადგან ინგლისურ ენოვანი წიგნები ქონდათ და ვერ მივხვდი რატომ უნდა მეყიდა,როდესაც უკვე ქინდლი მაქვს ))

ამის შემდეგ კიდევ დავარტყი ერთი წრე,წამოვიღე კატალოები და წამოვედი…

დღე 2 … 30 მაისი, პარასკევი

მეორე დღეს უკვე მომზადებული მივედი… უფრო უკეთესად ვიცოდი რა მინდოდა,ფულიც მთლიანად მქონდა და ვიცოდი სად რა იყო))

მეორე დღეს უფრო ადვილად ვიყიდე და დავათვალიერე ყველაფერი… არ ვიცი რატომ… იმას ვერ ვიტყვი,რომ უფრო ცოტა ხალხი იყო-მეთქი… ალბათ იმიტომ რომ აზრზე ვიყავი უკვე მოსული )))

სულ 3 წრე დავარტყი,გავჩერდი უკვე იმ დახლებთან,სადაც საქმე მქონდა…

უცებ ვიყიდე ყველა წიგნი რაც მინდოდა და წამოვედი ))

 

პ.ს ძალიან გული მწყდება,რომ ვერ დავესწარი ვერცერთ ღონისძიებას დროის უქონლობის გამო (( მოკლედ გადავიდეთ წიგნების ჩამონათვალზე,თუ რა ვიყიდე წიგნის ფესტივალზე…

დიოგენე

  1. ა.ე მილნი – ვინი ფუუჰი
  2. ზოია ფირზადი – შევეგუებით
  3. ყურბან საიდი – ალი და ნინო
  4. მილან კუნდერა – შეუცნობელი
  5. ჯულიან ბარნსი – დასასრულის განცდა
  6. უმბერტო ეკო – ვარდის სახელი

პალიტრა L

  1. რეი ბრედბერი – 451º ფარენჰაიტით
  2. სტივენ კინგი – და ბუა მოვიდა
  3. ფრანსუაზ საგანი – მფარველი ანგელოზი
  4. დავით ტურაშვილი – გურჯი ხათუნი და თერთმეტი მოთხრობა
  5. ლევან გოთუა – გმირთა ვარამი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

  1. ჰარუკი მურაკამი – კაფკა პლაჟზე
  2. დათო ტურაშვილი – ტყეების მეფე

მოკლედ სულ ეს იყო… 13 წიგნი შევიძინე წლევანდელ ფესტივალზე და ძალიან კმაყოფილი ვარ… აქედან 3 საჩუქრად მინდოდა…

ძალიან კარგად გავატარე მაისის ეს ორი ცხელი დღე…

იმედი მაქვს თქვენც ისიამოვნეთ წიგნის ფესტივალით… თავისი მინუსების მიუხედავად…

One response to “თბილისის წიგნის ფესტივალი XVI

  1. მეც მინდოდა❤ მინდოდა და ვერც ვხვდები რატო არ წავდი:/ რა კარგია, ნასლაჟდაისა ^^

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s