ვაი მეეე !


ამ კვირაში დამეწყო გამოცდები და მინდა ვთქვა,რომ საშინელი მდგომარეობა მაქვს (((

ამ სემესტრში რა დამემართა არ ვიცი,მაგრამ თითქმის არ მივლია ლექციებზე,ამიტომ აქტიურობის ქულებიც არ მყავს და არც სასემინარო დავალებები შემისრულებია ხოდა ეხლა ჩემი სიზარმაცის გამო სასოწარკვეთაში ვარ…

3 დღეა ვზივარ და ვიზუთხავ ამ წყეულ საგანს,სადაც მინიმუმ 20 დან 17 მინდა ((

შემდეგი გამოცდა სამშაბათს მაქვს და მეტი აღარ ვიცი როდის მაქვს,მაგრამ ვიცი მთელი სემესტრის მასალა შედის და აი სად წავიდე და მოვიკლა თავი აღარ ვიცი (((

თან ზაფხულია,ჩემი გოგოები უკვე გეგმავენ ზაფხულს,მე ვზივარ ჩუმად და თავს ვუქნევ,აბა რა ვქნა?! როგორ ვუთხრა რომ შეიძლება განმეორებითზეც მომიწიოს გასვლა და კიდე უნდა ვაყურყუტო ამ ცხელ თბილისში ((

ეჰ… ჩემი ბიჭი მუშაობს,მე კიდე გაგანია გამოცდების პერიოდი მაქვს და ბოლოს მემგონი 1 კვირის წინ ვნახე,რა საზიზღრობააა !!!

4 საშინელი საგანი მაქვს ჩასაბარებელი და იმედია ჩავაბარებ….

აუუუუუუუუუ აი ძალიან ვნერვიულოოოოობ

ეხლა უნდა ვიჯდე და ვმეცადინეობდე,მე კიდე ვზივარ და პოსტს ვწერ თუ როგორი საშინელი მდგომარეობა მაქვს და ბლააა ბლააა ბლააა…. რა ქვია ეხლა ამას! ეს პოსტი მიშველის?! მაგრამ აი წავიწუწუნე მაინც რა,ცოტა მომეშვა…

პ.ს ყველას გისურვებთ გამოცდებში წარმატებებს,ვინც უკვე წერეთ თქვენ უმაღლესი ქულის აღებას გისურვებთ…

გამოცდების მერე შევხვდებით …

მიყვარხართ ძალიან…

One response to “ვაი მეეე !

  1. არაუშავს.. ეს სამაგალითო იქნება..
    ისე კი სასწაულის გისურვებ *>* იქნებ გაგეხსნას თავი დასტრიქონები ჩაფრინდნენ *>*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s