My Life,My Choices


სასწავლო წლის დასაწყისში მივხვდი,რომ წელს მაგისტრატურაზე ჩემ ჩაბარებას აზრი არ აქვს… რატომ? იმიტომ რომ ზუსტად არ ვიცი ჯერ რაზე მინდა,რომ ჩავაბარო… არ ვიცი რისი გაკეთება მინდა,როდესაც სწავლას მოვრჩები…

ჩემ გოგოებში ამან ტრაგიკა გამოწვია… თვითონ ყველაფერი ზუსტად იციან,რაზე ჩააბარებენ და სად,როდესაც ბაკალავს მორჩებიან…

მე ჯერ არ ვიცი… და ეს ჩემთვის ტრაგიკა არ არის…

ყოველთვის ყველაფერს დრო და გარემოება წყვეტდა ხოლმე ჩემთვის…

ბაღის შემდეგ შემიყვანეს სკოლაში.სკოლის შემდეგ მაშინვე ჩავაბარე უნივერსიტეტში.ვისწავლობ მე-4 წელია იმაზე რაც დიდად არ მაინტერესებს,კი რაღაც მხრივ ძალიან საინტერესო და სასარგებლოა ჩემი ფაკულტეტი და პროფერსია,მაგრამ მე დიდად არ მაინტერესებს… 1-ლი კურსის ბოლოს ვფიქრობდი სამართალზე გადამეტანა საბუთები,მაგრამ უკან დავიხიე… შემდეგ ვიფიქრე ქანდაკებაზე გადავიტან საბუთებს-მეთქი და მაინდაც უკან დავიხიე,ხოდა ასე მოვედი ბიზნესის ადმინისტრირების მე-4 კურსზე…

შარშან ვფიქრობდი მაგისტრატურა სადმე ევროპაში გამეკეთებინა,ოღონდ ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინზე,მაგრამ მერე რატომღაც გადავიფიქრე…

შემდეგ ვიფიქრე უკვე ნიუ-იორკში გავაკეთებ მაგისტრატურას,ოღონდ მარკეტინგზე-მეთი,მაგრამ რავიცი. ( ჯერ ვფიქრობ კიდევ )

კი როგორ არა,აქ ჩაბარებასაც კი ვფიქრობდი ისევ მარკეტინგზე ან მენეჯმენტზე ( ჯერ ისევ ვფიქრობ )

რადგან ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრი ” ჯერ კიდევ ვფიქრობ ” ფრაზააა,ამიტომ გადავიფიქრე წელს ჩაბარება….

– ანუ რა გამოდის,რომ მთელი ერთი წელი უნდა დაკარგო და არაფერი არ გააკეთო? დღისით სახლში უნდა იყო და საღამოს სადმე წახვიდე და გაერთო,როდესაც ჩვენ ან გიორგი მოიცლის? – მკითხა ჩემმა ერთ-ერთმა მეგობარმა…

– არა,ჩემო კარგი,არა ))

რა თქმა უნდა არ ვაპირებ ასე ცხოვრებას… გეგმები მაქვს

პირველ რიგში აუცილებლად უნდა დავიწყო მუშაობა…. იცით როგორ მინდა? აი მთელი არსებით,სულით და ხორცით… მართალა… ხოდა ჩემს To Do List-ში პირველი პუნქტი სწორედ ეს არის… ” 1. მუშაობის დაწყება”

ძალიან მინდა,რომ დამშვიდდეს ყველა,ვისაც ჩემი მომავალი ადარდებს… სახლში არ ვიჯდები და იმას არ დაველოდები ეს 1 წელი,აბა ვინმე ჩემთვის როდის მოიცლის,რომ სადმე დავსხდეთ,ყავა დავლიოთ და ცოტა წავიჭორაოთ…

მემგონი ტრაგიკა არ არის,ის რომ 1 წლიანი პაუზა ავიღო სწავლაში და ცოტა ჩემ თავს მივხედო,გავერკვიო თუ რა მსურს,რაზე მინდა ჩავაბარო,რა მინდა მომავალში ვაკეთო და ა.შ

ესეთი პერიოდი დამიჯერეთ თუ ჯერ არ დაგდგომიათ,აუცილებლად დაგიდგებათ…

ყველა ადამიანისათვის საჭიროა,რაღაცისგან პაუზის აღება,დაფიქრება,გარკვევა საკუთარ თავში და შემდეგ დალაგებული აზრებით და დასვენებული ტვინით ცხოვრების გაგრძელება…

ვინც ჩემნაირად ხართ,ნუ შეგეშინდებათ პაუზის აღება ( არ აქვს ეს სწავლას ეხება,სამსახურს თუ პირად ცხოვრებას)

გააკეთეთ ისე,როგორც თქვენ გგონიათ,რომ სასიკეთო იქნება თქვენი მომავლისთავის და არავის არ დაუგდოთ ყური… სხვებმა არ იციან თქვენ სიმანდვილეში რა გჭრედებათ,რომ ახალი ძალებით და შემართებით შეუდგეთ თქვენც ცხოვრების ახალ ეტაპს…

წარმატებები ყველას.

მიყვარხართ…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s