წერილი,რომელიც ადრესატამდე ვერასოდეს მივა N3


***

დღეს იმ ამბის შემდეგ 4 წელი გავიდა… ეხლა ვუკვირდები რამდენი რაღაც შეიცვალა,ამ 4 წლის განმავლობაში…

შენ საერთოდ სხვა ცხოვრებით ცხოვრობ,და მეც… ვინ წარმოიდგენდა…

იცი ყველაზე სასაცილო რა არის? 4 წლის შემდეგ მაინც და მაინც ამ დღეს რომ შევხვდით…

ვიცი,ეხლა საერთოდ არ უნდა ვწერდე ამას,მაგრამ რაღაც ხომ ხვდები,გამახსენდა რაღაცეები…

გახსოვს,რომ მითხარი ამ ღამეს არასოდეს არ ინანებო? სიმართლე გითხრა არც მინანია არასოდეს,მაგრამ რამდენჯერაც მახსენდება შენი ეს სიტყვები თან მეცინება და თან ძალიან ცუდ ხასიათზე ვდგები… ცოტა გული მწყდება ესე რომ განვითარდა სიტუაცია… მართალია ძალიან ბედნიერი ვარ,ეხლა როგორ ვარ,მაგრამ იმაზე კი მწყდება გული,რომ როდესაც ერთმანეთს ვხვდებით უხერხულად ვართ და არ ვიცით რა ვუთხრათ ერთმანეთს… ნუ გასაკვირი არც არის … ჩვენ იმხელა წარსული გვაქვს ესე უცხოებივით მაინც არ უნდა ვხვდებოდეთ ერთმანეთს…

ყველაფრის მიუხედავად,არ ვიცი რატომ მაგრამ მაინც ისე მიყურებ როგორც ადრე… რაღაც ღრმა,თბილი,მზრუნველი და ( უნდა ვთქვა რა მაინც ) სიყვარულით სავსე თვალებით)) მომკალი და მგონია,რომ ისევ იმას გრძნობ ჩემს მიმართ,რასაც მთელი ცხოვრება გრძნობდი… ხო ვიცი,ძნელია ამ ყველაფრის დავიწყება… ბოლოს და ბოლოს მე შენი პირველი სიყვარული ვარ,თან როგორი )))

ჩემთვის? ჩემთვის ისევ ისეთი ძვირფასი ხარ,როგორც ადრე… მაგრამ სიყვარულით აღარ….

იცი რა, ზუსტად ვიცი ეხლა რა ცხოვრებითაც ცხოვრობ დიდი ხანი არ გაგრძელდება… რა ვქნა ესე მგონია…

ვიცი,ისევ შეეცდები გამოჩნდე ჩემს ცხოვრებაში))

გახსოვს,მაშინ მითხარი როგორც შენ გინდა ისე მოვიქცეთო,ხოდა მოვიქეცით ისე… 3 თვის შემდეგ იგივე მე გითხარი და ეხლა შენი არჩეული ცხოვრებით ცხოვრობ,უჩემოდ… ეს შენი არჩევანი იყო…

ამ არჩევანის გამო ეხლა მე ეს ახალი და უბედნიერესი ცხოვრება მაქვს…

ვიცი,ადრე თუ გვიან, 3 თვეში თუ 10 წელიწადში ისევ მოხვალ ჩემთან,ისევ შეეცდები,როგორც მთელი ცხოვრება ცდილობდი,მაგრამ მე ერთ არჩევანს ორჯერ არ ვაკეთებ…

   ს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s