Am I back?!


боже мой,რამდენი ხანია არაფერი დამიწერია!!

მომენატრა წერა,ჩემთვისაც კი არანაირი ჩანაწერი არ გამიკეთებია.. ანდა როგორ უნდა მომესწრო. კვირაში 40 საათი,რომ მუშაობ მართლა არაფრისთვის აღარ გრჩება დრო… მარტო სამსახური ხომ არაა,თავისუფალ დროს ვდცილობ მეგობრები ვნახო,ჩემ ოჯახთან ერთად გავატარო დრო,თავისუფალი წუთის გამოჩენისას გიორგის სანახავად მივრბივარ )) ანდა სალონში ვარ,ხან თმას ვიჩრი/ვივარცხნი,ფრჩხილებს ვიკეთებ ან რავიცი რას აღარ…

უკვე მე-7 თვეა,რაც ვმუშაობ… რა მალე გადის დრო გავგიჟდი…

სამსახურით უკმაყოფილო არ ვარ,მაგრამ უკეთესის შეიძლებოდა… იმედია მალე ის “მაგარი” სამსახურიც გამოჩნდება და დაუფიქრებლად წამოვალ აქედან… დამღლელია,მაგრამ საინტერესო… ამიტომ ამ ეტაპზე ჯერ არ მომბეზრებია და სიამოვნებით ვიღვიძებ 7:45 წუთზე,რომ 9 საათზე უკვე მუშაობას შევუდგე…

იმდენი რაღაცის გაკეთება მინდა და ჯერ თავი ვერ მოვაბი…

2016 წელს მინდა ვარჯიში დავიწყო,ცოტა აქტიური გახვდე,თორემ 8 საათს სულ სკამზე ვატარებ და ვგრძნობ ძალიან მალე ვიღლები ფიზიკურად,მოვდუნდი და სკამის ფორმასაც მივიღებ მალე თუ რამე არ შევცვალე…

ასევე მინდა რამე დავწერო… იმედია თქვენც მალე წაიკითხავთ ჩემს შემოქმედებას… ყოველთვის მინდოდა რამე ისეთი დამეწერა სხვასაც რომ გავუზიარებდი… უკეთესს ვის თუ არა თქვენ ჩემო მკითხველებო..

ძალიან მიხარია ბლოგის სტატისტიკას რომ ვუყურებ და იმის და მიუხედავად,რომ თურმე 13 ივნისის მერე არაფერი არ დამიწერია,მაინც შემოდიხართ და კითხულობთ ძველ პოსტებს…

არაფრის მომცემსას კი აღარ ვწერ,სირცხვილი!!!

რაღაცეები კი მაქვს ცოტ-ცოტა დაწერილი,მაგრამ იმის აქ დადება არ მინდა… ამიტომ ველოდები როდის მოვა მუზა და დავწერ რამეს კარგს,რომ მერე თქვენ გაგიზიაროთ…

სხვა ჯერ სათქმელი აღარ მაქვს ისეთი ამ боже мой-ში რომ დავწერო)))

აქ დაგემშვიდობებით ჩემო საყვარლებო და მალე ისევ დავწერ… აღარ მინდა დავიკარგო… ჩემთვის მაინც დავწერ რაღაცეებს,როგორც ადრე…

მიყვარხართ ძალიან და მაპატიეთ ესე რომ დავიკარგე,ეხლა კიდე რაღაცეებს რომ მივედ-მოვედები…

უი და გილოცავთ გოგოებო 8 მარტს,ყველაფერი ისე მინდა გქონდეთ,როგორც თქვენს გულს გაიხარდება!!!

გკოცნით

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s