ჩემი სამყარო ეს არის!


ეს დღეები სახლში ვარ,არ ვმუშაობ… ვნებივრობ!

ცოტა უსაქმურადაც კი ვარ,მაგრამ ამდენი დაკავებული დღეების შემდეგ სასიამოვნო შეგრძნებაც კია,ეს უსაქმურობა.

მოკლედ,ამის გამო ისევ შემოვედი აქ,ჩემ ბლოგზე. სადაც ადრე ყოველდღე შემოვდიოდი და ჩემს გონებას ვცლიდი. ეს იყო ჩემი პატარა ონლაინ დღიური,რომელიც საშინლად მენატრება.

იცით რა გავაცნობიერე? სანამ ვწერდი პოსტებს გონება უფრო დაცლილი მქონდა,ბlargeევრად უფრო ლაღი,დასვენებული და “ფეხებზე მკიდია” გოგო ვიყავი.

მივხვდი,რომ ეს იყო ჩემი სამყარო,კუთხე და რეალობისგან გასაქცევი საშუალება. სადაც ვიყავი,ის რაც სინამდვილეში ვარ,არ ვთამაშობდი,არ ვფილტრავდი ტექსტს,არ ვასწორებდი  გრამატიკას. უბრალოდ ვწერდი,რაც გონებაში მქონდა. ამის შემდეგ კი ისე მაგრად ვიყავი,ვერც კი აგიხსნით.

მიყვარს ყველა ჩემი პოსტი! პირადიც,უაზროც,წიგნებზე,მუსიკაზეც,კინოზეც და საერთოდ ყველაა!!!!!!

მინდა ისევ მქონდეს დრო,შემოვიდე აქ ყოველდღე და დავწერო 1 სიტყვა მაინც. ისევ გავარჩიო თქვენთან ერთად წაკითხული წიგნები. მოგიყვეთ როგორი იყო წლევანდელი წიგნის ფესტივალი ან უბრალოდ ავიღო ვიღაც ერთი ადამიანი და გავჭორო თქვენთვის )))

როგორი სხვანაირი ვიყავი ადრე,როდესაც აქ ყოველდღე ვწერდი.

ვიცი ეხლა აღარ არის ესეთი ტიპის ბლოგები “მოდაში”. არც კი ვიცი ვინმე კითხულობს თუ არა კიდევ.

მაგრამ……..!!!!large (1)

მე გადავწყვიტე,ისევ დავწერო!!! ყველაფერი,სულ ყველაფერი რაც კი თავში მომივა. როგორც ადრე,სულ პირველი დღიდან!!!

სწორედ ამიტომ გადმოვიწერე WordPress App,რომ სამსახურიდანაც კი ვწერო!!!

მერე რა თუ არავინ არ წაიკითხავს,თუ არავის აღარ აინტერესებს უკვე ასეთი ტიპის რაღაცეები!!… ჩავთვლი,რომ დღიურს ვწერ… როგორც 90-იან წლებში🙂

მოკლედ,მემგონი ვბრუნდები! ♥

მივხვდი,რომ არ შეიძლება სამსახურის,ასაკის თუ რაიმე სხვა რაღაცის გამო გვერძე გადადო ის,რაც გიყვარს,სიამოვნებას განიჭებს,ნეგატიური აზრებისგან გათავისუფლებს,გაბედნიერე
ბს და უბლაროდ გხდის იმ ადამიანად,რაც სინამდვილეში ხარ!

მე ისევ ვცდი გარდავიქმნა იმ ადამიანად,რაც ადრე ვიყავი.. არ მივცე უფლება ცხოვრების სიძნელეებს,საქმეებს თუ სხვადასხვა რაღაცეებს წამართვას ის,რაც მე მედ მხდის!!!

გირჩევთ თქვენც იგივე გააკეთოთ!! დაუთმეთ თქვენ თავს დღეში სულ რაღაც 15 წუთი მაინც და მიხვდებით ყველაფერს!!

მიყვარხართ!!!! 

One response to “ჩემი სამყარო ეს არის!

  1. სადაა აბა შენი შეპირებული?
    მე სულ ვკითხულობ და გეთანხმები, მეც ეგრე ვფიქრობ უნდა წერო, წერო რო განთავისუფლდე.

    დროებით, დაბრუნდი მალე ისევ და პირობებს ნუ ივიწყებ!❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s