მინდა კითხვა სიყვარულზე


კერუაკის “გზაზე” გვერძე გადავდე და მივხვდი,რომ ამ ეტაპზე ისეთის კითხვა მინდა აი გულს, რომ ამიჩქარებს და თავბრუს დამახვევს. ალბათ ჯერ ვერ გავიზარდე და ისევ  სიყვარულზე დაწერილი წიგნები მიტაცებს,რომანტიული. ანდაც უბრალოდ ერთ-ერთი თემა ნაწარმოებში უდიდეს სიყვარულზე რომ არის.

ვერ გავიზარდე კი არა,გოგო ვარ და მემგონი ყველა მდედრობითი სქესის წარმომადგენელს აქვს ესეთი ეტაპები ცხოვრებაში უბრალოდ,რომ უნდა დიდ სიყვარულზე წაიკითხოlarge (4)ს წიგნი. შემდეგ შეუყვარდეს მამაკაცი გმირი,ისეთი მხოლოდ წიგნებში რომ არსებობენ. კითხვისას “გააბოლოს” სიგარეტი,თან მთელი გონება მხოლოდ ამაზე,რომ არის მომართული და სხვას ვერაფერს ვერ ამჩნევ. ბოლოს კი ცრემლები ღვაროს! სულ ცოტა ხანი მაინც გადავიდეს სხვა სამყაროში,მოწყდეს აქაურობას და შეიგრძნოს ის “კაიფი”,რაც ნაწარმოებმა მოიტანა!

აი მინდა რემარკი,ოსტინი ან… ან… ან…. ან….

მემგონი მიმიხვდით როგორზეც მაქვს საუბარი!

მაგალითად,ზუსტად ესეთ ისტორიებს წერს ჩვენი თანამედროვე მწერალი თეკლა იორდანიშვილი. მოთხრობების წაკითხვა მის ბლოგზეც შეგიძლიათ და საბაზეც.

მისი მოთხობები არის გიჟურ სიყვარულზე,მეგობრობაზე,საოცარ თავგადასავალზე. წერის სტილიც არის ძალიან მაგარი! აი ისეთი,ყოველდღიური,რაღაცნარი. გმირები ჩვენი ენით ლაპარაკობენ,ნუ ჩემს გარშემო ყოველშემთხვევაში ეგრეა. რაღაცნაირი საუბარი აქვთ “სვეცკი”. მე პირადად ძალიან მომწონს ესეთი სტილი. სიუჟეტის გარდა ამ “სვეცკურმა” წეlarge (3)ლის სტილმა დამაბა! თან ისე წერს,აი კაფეში ყავასთან და სიგარეტთან ერთად გოგოები რომ ჩაჯდებით… მთელი ნაწარმოების დროს ისეთები ხდება ვერ გამოიცნობ,ვერანაირად. წარსულიც არის,აწმყოც და მომავალიც.ისტორიის დასრულებაც კი მაგარი აქვს.ამას უკვე აღარ ვიტყვი…

მოკლედ საოცარი გოგოა თეკლა!!!! 

რაღაცნაირი უაზრო გამომივიდა ეს პოსტი ამ საოცარ გოგოზე და იმედია თუ წაიკითხავს მაპატიებს. იმდენი მაგარი რაღაცის თქმა შეიძლება მის შემოქმედებაზე აზრების დალაგებაა ძნელი. იმედია თავს მოვუყრი,დავალაგებ და ახალი მოთხრობის შემდეგ დავწერ უკვე ისე,როგორც შეეფერება.

მანამდე კი გაგიზიარებთ ჩემს საყვარელის 3 მოთხრობას.

  1. 77/50-ზე
  2. 13 თვე
  3. ჯვრისწერა სევასტოპოლზე

ძალიან ველოდები მის ახალ მოთხრობას!! აი ძალიან ძალიან. 

მაგრა,მე რა ვქნა ეხლა?!

სანამ ახალი მოთხრობა გამოვა მე რითი გადავეშვა სხვა სამყაროში? იქნებ მირჩიოთ აი ესეთი წიგნი.

ძალიან დამეხმარებით მართლა…

წავედი ეხლა იქნებ ქინდლში ვიპოვო რამე ესეთი.

მიყვარხართ ♥

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s