მიდი ჰკითხე ალისას


თანამედროვე კლასიკად აღიარებული მიდი ჰკითხე ალისას, წარმოადგენს 15 წლის ნარკომანი გოგონას დღიურს. მასში მოთხრობილია ერთი მოზარდის ამბავი, რომელმაც ვერ მოახერხა თავის გადარჩენა…..
ეს წიგნი არ ჭრის პრობლემას და არ გვკარნახონს გამოსავალს, თუმცა გვაძლევს საბაბს დავფიქრდეთ.

 

Processed with VSCO with hb2 preset

მიდი ჰკითე ალისას ( 1971 წ. )

ეს არის წიგნი 15 წლის ნარკომან გოგოზე,რომელმაც დიდი მ
ონდომების მიუხედავად ვერ შეძლო თავის გადარჩენა. 

ნარკოტიკებამდე “ალისა” ჩვეულებრივი თინეიჯერი გოგო იყო,თინეიჯერული პრობლემებით,რომლებიც ალბათ ჩვენც გვქონია. შეიძლება ესეთ დონეზე არა,მაგრამ მაინც! “ალისა” არის მარტოსული,მისი თქმით ვერავინ ვერ უგებს,არ ჰყავს ნამდვილი/სანდო მეგობრები,ვერ უგებენ მშობლები,არ მოსწონს თავისი სხეული და ა.შ. ეს პრობლემები ყველასთვის ნაცნობია და ასაკითსთვის სრულიად გასაგები. აი ისეთი,რომ გაიზრდები და მიხვდები ამ ყველაფერს არანაირი მნიშვნელობა აქ აქვს. მიხვდები,რომ ამ ყველაფერზე ნერვიულობა არ შეიძლება,ეს ყველაფერი გაივლის. მოკლედ გაიზრდები და ყველაფერი მოგვარდება! თვითშეფასება აგიმაღლდება და დააფასებ შენს თავს,შეიყვარებ! 

“ალისას” ჯერ ვერ გაუცნობიერებია,რომ ეს პრობლემები არაფრად არ ღირს,პატარაა. მისი ოცნებაა ყავდეს ნამდვილი მეგობრები,მოსიყვარულე შეყვარებული,გამგები მშობლები. ამიტომ სულ ეძებს ვინმეს/რამეს რაც დაამშვიდებს და მარტოსულად არ იგრძნობს თავს.

ზუსტად მარტოობისგან გასაქცევად წავიდა პირველად იმ შეკრებაზე,სადაც სულ შემთხვევით გასინჯა ნარკოტიკი და ამავე მიზეზით მიდიოდი კიდევ და კიდევ,რომ ჰყოლოდა “მეგობრები”. მართალია,ისინი არ იყვნენ მეგობრები მაგრამ ამას ვერ ვხდებოდა. მთავარია ჰყავდა ადამიანები ვისთანაც ერთადაც არ იყო მარტო. ესე შეყვა და შეყვა!

ეს იყო მისთვის ( ისევე როგორც ყველა ნარკომანისთვის ) რეალობისგან გაქცევა და როგორ თვითონ იტყოდა “ღრუბლებში ფრენა”.

მალე მიხვდა,რომ ნარკოტიკს მხოლოდ კაიფი არ მოყვებოდა.იქ იყო სექსი,ბარიგობა,განუკითხაობა,ამაზრზენი თავგადასავლები. 2ჯერ გაიქცა სახლიდან და ორივეჯერ საშინელ რეალობას გადაეყარა. 9-13 წლის ბავშვები უკვე ამ სიბინძურეში იყვნენ ჩათრეულები.შეხვდა 13 წლის გოგოს,რომელიც უკვე პროსტიტუციაში იყო ჩათრეული.კოლეჯის მოსწავლე ბიჭი,რომელიც თავს აჩვენებდა რომ უყვარდა,არადა იყენებდა ბარიგობაში და ა.შFile 7-2-16, 15 35 52.jpeg 

მეორე გაქცევის შემდეგ უკვე გადაწყვიტა თავი დაენებებინა სამუდამოდ და იმაზე ფიქრი დაიწყო,როგორ დაეხმარებოდა პატარა ბავშვებს. თქვენი აზრით გამოუვიდოდა? თვითონვე იძახდა: ნარკომანი ტრიპიდან ტრიპამდე ცოცხლობსო. მეც ვეთანხმები,ნარკომანი ვერასოდეს გადაეჩვევა წამალს,თუ გადაეჩვია და თავიდან ვერ ამოიგდებს,სულ იფიქრებს ამაზე,სულ! პირადად მე გამოსწორებული ნარკომანი არ მინახავს,გული კი მწყდება ამ ავადმყოფობიდან ვერავინ რომ ვერ ამოდის. 

ეს წიგნი არ არის ერთი გოგოს ისტორია,ასეთი ამბები მთელ მსოფლიოში იმდენია რა დათვლის! ეს ისტორია ნარკომანს ვერ გამოასწორებს,მაგრამ პატარა გოგოები/ბიჭები კი შეიძლება დააფიქროს და იხსნას ესეთი ბედისგან. 

ნარკომანიაზე ლაპარაკი ადვილი არ არის,ეს არის ამოუწურავი თემა.ვერა და ვერ მოხდება ბოლომდე გარჩევა,გამოსავალის მოძებნა და ყველა ავადმყოფის გადარჩესამწუხაროდ. ამაზე უნდა ვილაპარაკოთ აუცილებლად,პატარებს მივაწოდოთ ინფორმაცია რა არის,როგორ არის,რას იწვევს,როგორ დავიცვათ თავი იმ ადამიანებისგან,რომლებსაც უნდათ ჩვენი ჩათრება და ა.შ. ესეთ თემებზე გაჩუმება არ შეიძლება. სულ უნდა იყოს ლაპარაკი და ინფორმაციის მიწოდება ხალხისთვის,რომ ვიცოდეს რასთან გვაქვს საქმე! 

ამ წიგნის ავტორი ანონიმი უნდა იყოს წესით,როგორ ყდაზე არის მოცემული. ვისაც გაქვთ წაკითხული ალბათ იცით,რომ ნამდვილი დღიური არ არის. იმას არ ვამბობ რომ მოგონილი ამბავია,არა! ესეთი ისტორიები ბლომად არის და ამიტომ არაფერს ცვლის ის ფაქტი,რომ ეს დღიური მართლა “ალისას” ოთახში არ არის ნაპოვნი,შემდეგ რედაქტირებული და გამოცემული. რას შევლიდა რომ?!

“მიდი ჰკითხე ალისას” ავტორი არის ბეატრის სპარკსი. 

 

69007

Beatrice Sparks

ბესტრისი არის ამერიკელი თერაპევტი და მოზარდების  მრჩეველი. იგი წერს ასეთი ტიპის დღიურებს,რომელიც შეეხება სხვადასხვა თინეიჯერულ

პრობლემებს.მაგალითად:ნარკომანია,სატანიზმი,ორსულობა,შიდსი და სხვა.

ბეატრისი თავს გვაცნობდა,როგორც ამ დღიურების აღმომჩენელი და შემდეგ რედაქტორი.

მისი პირველი გამოცემული დღიური არის ზუსტად “მიდი ჰკითე ალისას” ( 1971წ ). მოგვიანებით მან აღიარა,რომ ეს დღიური არის მისი დაწერილი,მაგრამ ერთ-ერთი პაციენტი გოგონას ისტორიაზე დაფუძნებული.

მისი შემდგომი ნაშრომები:

  • It Happened to Nancy – ის გარდაიცვლება შიდსით
  • Annie’s Baby – თინეიჯერი ორსული გოგოს დღიური
  • Treacherous Love – ანონიმური გოგოს დღიური,რომელზეც მასწავლებელი ძალადობს
  • Jay’s Jo
    urnal – სანატისტი ბიჭის ამბავი
  • Almost Lost – ნამდვილი ისტორია გოგოზე,რომელიც ქუჩაში ცხოვრობს
  • Kim: Empty Inside 
  • Finding Katie – თინეიჯერი გოგოს ისტორია,რომელიც არის ბავშვთა თავშესაფარში ( Foster care)
  • Letting Ana Go
  • Lucy in the Sky
  • The Book of David
  • Calling Maggie May

ბეატრისის ჩანაფიქრი ძალიან აზრიანად მეჩვენება. არ ვიცი რამდენად იხსნის ასეთი ტიპის “დღიურები” მოზარდებს გზიდან აცდენისგან,მაგრამ ცდა კი აუცილებელია. 

სამწუხაროა,რომ ამდენი წლის შემდეგ უკეთესობისკენ არაფერი იცვლება,პირიქით.

მთელი არსებით მინდა,რომ ეს ავადმყოფობა მორჩეს! 

 

One response to “მიდი ჰკითხე ალისას

  1. რა საინტერესოა! მინდა მეც, ნამდვილად არ შეიძლება სულ შშ-ს ძახილი, არა! მთავარი პრევენცია ინფორმაციის მიწოდებაა და მთავარი ხელისშემშლელი ამ ყოველივეს არ არსებობა, სამწუხაროდ…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s