დღე 30 – წერილი ჩემს ანარეკლს,სარკეში


ბავშვობიდან მიყვარს საკუთარ თავთან ლაპარაკი… და ხშირად მარტო,როდესაც ვარ ამით ძალიან ვერთობი …
სულ ვეკამათები ჩემს “მეორე მეს” და მოკლეს სულ ჩხუბში ვართ… იშვიათად თუ ვუგებთ ერთმანეთს… და თუ ვუგებთ მაშინ 100%  სწორი ვარ ხოლმე ყველაფერში…
ზოგჯერ ერთ–ერთი უბრალოდ ნებდება,რადგან იღლება მეორე სულელთან ჩხუბით… რა ქნას… 🙂

გუშინ ძალიან ვიჩხუბეთ 🙂

სიტუაცია ასეთი იყო: გუშინ სანამ ქართული მოვიდოდა,მანამდე ვიმეცადინე ინგლისური.. საღამოს 9–ზე კი გადავწყვიტე თემა მესწავლა… ვუყურებდი ახალ სერიალ,რომელიც 3 დღის წინ დავიწყე და ძალიან შევყევი … გახდა უკვე 9 საათი…

–დაჯექი ეხლა და ისწავლე
–ხო აი დამთავრდება ეს სერიაც და დავიწყებ

–ხო დამავრდა რას ელოდები?!
–შევალ ერთი yahoo–შიც და მორჩა

–გამოდი ეხლა მაგ იდიოტს,რომ არ ელაპარაკო არაფერი მოგივა
–ხო,ხო გამოვალ
–მალე დებილი ხარ?! გამოგლანძღავს კიდე და ეგ იქნება !!

მოკლედ პასუხისმგებლიანმა (ესეთი სიტყვა არსებობს??) სოფომ გაიმარჯვა და დავჯექი სამეცადინოდ…
ფიქრებით სხვაგან ვიყავი…

–გამოფხიზლდი
–რომ არ ვისწავლო??
–ტეხავს
–კაი ხოო…

– 2 აბზაციც დამრჩა და მოვრჩი..

ისმის ტელეფონის წკრიალი…

–დაუკიდე ეხლა,მაგას რა უჭირს ჩაბარებული აქვს
–ხო 5 წუთიც და…

გავიდა 5…10….15…20…25…45…..

–შენ გიჯი ხომ არ ხარ !!!
–ხო,ხო ვკიდებ

უკვე 11 საათია და არაფრის თავი არ მაქვს…

–ამ ბოლო აბზაცს ხვალ ვისწავლი რაა
–არა დღეს !!
–ხვაალ…
–არა !!
–კიიიიი…………
–ხო,კაი მეც დავიღალე…
–ცხელი შოკოლადი არ გვაქვს ხო??
–კი,წადი გააკეთე…

ავდექი,გავედი სამზარეულოში და გავიკეთე ცხელი შოკოლადი…
მაინც ზარმაცმა სოფომ გაიმარჯვა,როგორც ყოველთვის..
ამას ბოლო უნდა მოვუღო…

7 responses to “დღე 30 – წერილი ჩემს ანარეკლს,სარკეში

  1. საკუთარი თავი მეცნო …
    :(( უმეტეს შემთხვევაში ზარმაცი მე მამარცხებს.
    ჯერ ვერ ვისწავლე როგორ უნდა ვაჯობო ხოლმე.

  2. ვერც მე და ვაპირებ,რომ ბოლოს და ბოლოს დავამარცხო… თორემ ვხვდები,რომ ცუდ დღეში ვარ

  3. უუუუ 🙂 მესმის შენი ნამდვილად :)))) … არ არი საშიში, როდესაც საკუთარ თავს ელაპარაკები, საშიშია , როდესაც პასუხობ :)))))))))
    გილოცავ 30 წერილის დასრულებას. თითოეული თავიდან ბოლომდე წავიკითე და თითქოს ახლობელი გახდი :)))

  4. ოჰ ეს ზარმაცი თამო რომ არ არსებობდეს რა წარმატებული ვიქნებოდიიი :შ მაგრამ ვერა და ვერ ვთრგუნავ :შ

  5. ვაიმე ჩემი თავი გამახსენა რა, სულ დაპირისპირებაში ვარ
    ჩემს მეორე მესთან, არაუშავს, კარგია ეგ 🙂

Leave a comment