50 ფაქტი ჩემ შესახებ


  1. ყველაზე მეტად მეშინია კალიების
  2. მარტო ყოფნაზე ვგიჟდები და არასოდეს ვგრძნობ თავს მარტოსულად
  3. არასოდეს მქონია წითელი ლაკი
  4. ყავა არის ჩემი ყველაფერი
  5. ზოდიაქოთი ვარ მორიელი
  6. კატებზე ჭკუა მეკეტება
  7. ძალიან მიჭირს ადამიანების ნდობა. ამიტომ ცოტა ახლო მეგობარი მყავს
  8. გოგოებზე მეტად ბიჭებს ვუგებ და მათთან მირჩევნია მეგობრობა
  9. სახლიდან ვერ გავალ “პომადისა” და ტუშის გარეშე
  10. მობილური თუ ხელში არ მიჭირავს მგონია,რომ ნახევარი ადამიანი ვარ
  11. ვგიჟდები წყალზე,აუზზე. წესით ქალთევზა უნდა ვიყო
  12. დიდი სიამოვნებით გადავიდოდი საცხოვრებლად ზუგდიდში
  13. მიყვარს მანქანით სიარული და მუსიკის მოსმენა დაუსრულებლად
  14. ვერ ვიტან ფერებს
  15. საშინლად მეშინია სალონში ფრჩხილების გაკეთება
  16. ვეწევი უკვე თითქმის 10 წელია
  17. თავი წარმომიდგენია ჯანდაცვაში
  18. ყველაზე მეტად ვნანობ ბალეტიდან გამოსვლას
  19. 12 საათი თუ არ მძინავს ვარ ძალიან ცუდ ხასიათზე
  20. შემიძლია დავიძინო ყველგან და ნებისმიერ დროს
  21. ჩანთაში აუცილებლად მიდევს წიგნი,რომელსაც ვკითხულობ იმ მომენტში. რა იცი რა ხდება
  22. რუსული ენა ძალიან მელამაზება
  23. მეზიზღება ფეხების გაპარსვა
  24. Notebook-ზე ვგიჟდები,არ მომბეზრდება ყურება
  25. მჯერა ასტროლოგიის
  26. ვეჭვიანობ ყველა ბიჭზე,ვისაც კი ოდესმე მოვწონებივარ
  27. ველოსიპედით სიარული მიყვარს
  28. არასოდეს ვეუბნები გოგოს კომპლიმენტს
  29. მიყვარს უცხო ხალხზე დაკვირვება და მათზე ისტორიების მოფიქრება
  30. ვარ სწერვა
  31. რომ გაგიცნო პირველი შეხვედრის დროს საერთოდ არ ამოვიღებ ხმას და დავაკვირდები ყველა შენს მოძრაობასა და მიმიკას
  32. საშინლად ჯიუტი ვარ
  33. ჩემი თავის გოგო ვარ ყველა ურთიერთობაში
  34. ვარ სხვის ომში ბრძენი.
  35. ვარ მსმენელი და არა მთხრობელი
  36. არ მიყვარს,რომდესაც ვინმემ ჩემს შესახებ ბევრი იცის
  37. 100%-ით დარწმუნებული ვარ,რომ ჩემს კანს ყველაზე მეტად შავი ფერი უხდება
  38. როდესაც ცუდ ხასიათზე ვარ ან პრობმელები მაქვს აუცილებლად წიგნს ვკითხულობ
  39. თავისუფლად ვლაპარაკობ 3 ენაზე
  40. მეშინია მეტროში ესკალატორით ჩასვლა
  41. ყველა მნიშვნელოვან რამეს/ვინმეს ვაკავშირებ ფერებთან
  42. კვირის დღეები დაყოფილი მაქვს ფერებად
  43. მჯერა,რომ დედამიწაზე ყველა ადამიანს ჰყავს თავისი მეორე ნახევარი
  44. არასოდეს მომბეზრდება სიყვარულზე წიგნების კითხვა
  45. ჰამაკი არის ყველაზე მაგარი რამ
  46. არ მჯერა დამთხვევების
  47. ცხოველებიდან დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი კატა
  48. მიყვარს ხეების და ღრუბლების ხატვა
  49. ვარ საშინლად ინტრიგანი,მაგრამ ვცდილობ არასოდეს “ვხლართო” რაღაცეები
  50. ჩემთვის ჭიქა ყოველთვის ნახევრად სავსეა!

3 responses to “50 ფაქტი ჩემ შესახებ

  1. გამიხარდა რომ შემოვედი და ახალი პოსტები ვნახე! საინტერესო იყო ✨

Leave a comment