Summer, Here I Come !


ჩემთვის ახალი წელი იანვარში არ დგება ))

ახალ წელს ვითვლი  სასწავლო პირველი დღიდან და ვამთავრებ ზაფხულში,როდესაც გამოცდებს ვამთავრე…

ასე იყო 1 კლასიდან და ალბათ სანამ ბოლომდე არ მოვრჩები სწავლას იქამდე ასე იქნება… შემდეგ უკვე ჩემი შვილების სასწავლო წლიდან დავიწყებ ათვლას და ა.შ

მოკლედ,ეს წელის დამთავრდა….

  1. ჩავაბარე ყველა გამოცდა წარმატებით,როგორც შემოდგომის ასევე გაზაფხულის სემესტრში
  2. გავიარე 2 ტრეინინგი
  3. ერთხელ ვიყავი სტაჟიორი,1 თვე ( არ მომეწონა და წამოვედი მერე)
  4. მე და გიორგის ყველაფერი ძალიან კარგად აგვეწყო ამ წელს ( რაღაც კონკრეტულს ვგულისხმობ )
  5. დავკარგე 1 მეგობარი
  6. შევიძინე 0 )))
  7. შეგვემატა ახალი ოჯახის წევრი
  8. გავუძელი და დავძლიე ბევრი წინაღობა,ეხლა კი წარმატებით მიდის ყველაფერი

( მაპატიეთ,რომ ჯოგი რამ არ დავაკონკრეტე,ჯერ-ჯერობით ასეა საჭირო)

ეხლა კი მშვიდად შემიძლია შევხვდე ჩემთვის გვიან დამდგარ ზაფხულს

მგონია,რომ ძალიან კარგად გავატარებ ამ ზაფხულს

ე.ი წელს ზაფხულის გეგმებია:

  1. გოგოებთან ერთად  დაჩაზე
  2. გიორგის ოჯახთან ერთად ყაზბეგში
  3. ჩემს საყვარელ დედასთან,ნათლიასთან და ჩემს უუუსაყვარლეს ბავშვობის “ძმაკაცთან” ( ჩემი ნათლიის შვილია ასევე ) ერთად 2 კვირით საბერძნეთში
  4. ბოლოს კი ისევ ჩვენი საყვარელი ზღვა ჩემ ბიჭთან და მეგობრებთან ერთად…

მოკლედ ასეთი ამბები მელოდება წინ,რომელიც კვირას იწყება და 6 ოქტომბერს მთავრდება,რადგან სწავლა მეწყება (((

ყველას ძალიან კარგ და ბედნიერ ზაფხულს გისურვებთ… მომავალ წლამდე ))) ( ანუ სწავლის დაწყებამდე )))

მიყვარხართ ყველანი ძალიან,ძალიან…

 

Leave a comment