წლები მაინც თავისას შვება,მეც თანდათან ვიზრდები,ვაანალიზებ ჩემს წარსულს,შეცდომებს,შეხედულებებს და გამოცდილებას. წელს მივხვდი,რომ არ არის საჭირო ყველას ყველაფერზე “კი” უთხრა ( არადა მე “არა”-ს თქმა არ ვიცოდი არასოდეს ) ცხოვრება ისეთია ჯერ შენი თავი უნდა დააყენო პირველ ადგილზე და მერე სხვები… ნუ რა თქმა უნდა არის გამონაკლისები,მაგალითად,როდესაც ოჯახს ჭრდები და ეგოისტობის დრო არ არის,ან მეგობარი გასაჭირის დროს შენთან მოდის და შენ ვერ ერტყვი “არა”-ს და კიდევ ა.შ

ადრე,შეიძლება 3 თვის წინაც კი,რაც შემეძლო ყველას ყველაფერს ვუსრულებდი… ვპირდებოდი აი ყველაფერს,რასაც მთხოვდნენ,მერე ვიდექი და ყველაფერს ვაკეთებდი იმისათვის,რომ გული არ მეტკინა იმ ადამიანისათვის და ზოგჯერ ჩემს პრინციპებსაც კი ვღალატობდი,მაგრამ იცით საბოლოო ჯამში ვერაფერი ვერ მივიღე…

მოდით კონკრეტულ მაგალითებზე გადავალ,რომ უფრო კარგად გაიგოთ რას ვგულისხმობ.

  1. იფიქრეთ საკუთარ თავზე – ჩემს მეგობრებს ჩვევიათ ასეთი ზარებით გამოსვლები ” 15 წუთი მცალია,სანამ ლექცია დამეწყება ( ან სხვა რაც რავიცი,ეხლა არ მახსენდება,მოდით ლექცია იყოს :)) და ჩამო რა მოვალ შენ სახლთან”. ამ დროს მე ხან რას ვაკეთებ ხან რას,მაგრამ 1-2 ჯერ მაინც ჩავედი,მეტჯერაც… ზუსტად 15 წუთი… აი რა ჯანდაბა მინდა ვფიქრობ,სახლში ან ვმეცადინეობდი,ან სერიალს ვუყურებდი ან რავიცი რაღაცას ვაკეთებდი და ჩავედი რისთვის,რომ გამერთო ეს 15 წუთი,სანამ ლექციის დრო არ მოვიდოდა. არა,არ გეგონოთ,რომ ვჭირდებოდი ან რამე მსგავსი,უბრალოდ 15 წუთი რა ეკეთებინა და დარეკა რა… მეც ჩავედი,იმისი რა მიდის )) მოდით,ვთქვათ ასეთი მეგობრები ყველას გვყავს…  ერთხელად,მეც დამემართა ეგეთი რაღაც და მომინდა რო 1 საათით მენახა,არა 15 წუთით არა ))) ხოდა რა პასუხი მივიღე?! უარი ))) ამის შემდეგ ვცდილობ,თუ მართლა არ ვჭირდები ის 15 წუთი ან რამე მნიშვნელოვანი არ ხდება ან ძალიან არ მთხოვა არ მივატოვო ჩემი საქმე,არ გადავდო რასაც ვაკეთებ,იმის გამო რომ 15 წუთი გავართო,სანამ ლექციაზე წავა…  მოკლედ იმედია მიხვდით რისი თქმა მინდა და ცუდად არ გაიგეთ )))
  2. ნუ მოუსმენთ სხვებს ზედმეტად – ჩვენ ქართველებმა ისეთი მაგარი რჩევების მიცემა ვიცით რომ არი რა ვიცი ))) ასევე მაგრა გამოგვდის ნამუსზე აგდებები და სხვა დანარჩენი სისულელები… ამიტომ,ნუ მოუსმენთ სხვებს,მოიქეცით ისე,როგორც თქვენ გგონიათ,რომ სწორია… ეს ხომ მართლაც ეგრე… მოკლედ,მიშკასთან მქონდა ასეთი შემთხვევა ერთხელ,მიშკამ და ჩემმა მეგომარმა რაღაცაზე წაიკამათეს,მართლა რაღაც სისულელეზე,ხოდა იქ ატეხა იმხელა ამბავი,რომ  ვალდებული გამხადა ( არა,მართლა ) რომ ავმდგარიყავი და წამოვსულიყავი მასთან ერთად )) ეხლა მეცინება ამაზე,მაგრამ რო გავაცნობიერე მაშინ და მიხვდი რაც მოხდა საშინლად გავბრაზდი ჩემ თავზე,იმ დღეს ამ ამბავზე ძალიან ვიჩხუბეთ მე და მიშკამ და კაი ხანი აღარ ველაპარაკებოდით ერთმანეთს,მაგრამ ის ვეღარ დავადანაშაულე,ვინ მექაჩებოდა შემეძლო ამეხსნა,რომ ის იყო დამნაშავე ამის შემდეგ თუ მოუნდებოდა დარჩებოდა თუ არადა… მერე რა რომ მეგობარია,ეს იმას არ ნიშნავს,რომ მის რაღაც სულელურ გაბრაზებაზე ადგე და წამოხვიდე,გული კი იქ დაგრჩეს…
  3.  მოიქეცით ისე,როგორც თქვენ თვლით საჭიროდ – ამას მემგონი ჩემი ცხოვრებიდან მაგალითების მოყვანა არ ჭრდება ისედაც გასაგებია,უბრალოდ ვიღაცის ნათქვამის გათვალისწინებით ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებებს,თქვენ ყველაზე კარგად იცით თუ რა არის თქვენთვის საუკეთესო…
  4. ნუ ჩარევთ სხვებს თქვენს ცხოვრებში – მეგობრებმა,მშობლებმა,მეზობლებმა და სულაც უბრალო გამვლელებმა იციან თქვენს ცხოვრებაში ჩარევა ნუ რა თქმა უნდა თუ თქვენ მისცემთ ამის უფლებას,ხოდა ძალიან გთხოვთ ყველაფერს აქვს საზღვარი და თქვენს ცხოვრებაში ქექვას,ჩარებასა და ბრძნული აზრების ფრქვევასაც აქვს საზღვარი,არ აქვს მნიშვნელობა ვინ ერევა:დედა,მამა,დაქალი თუ მეზობელი ჩიორა… როგორც იცით ჩემი და მიშკას უერთიერთობა კრახით დამთავრა. ეს სხვების ჩარევამაც გამოიწვია… ეს ასე არ გააკოთო თორემ ის ამას იზავს მერე,მაგას როგორ აბედინებ! ეს როგორ გააკეთა,არ აპატიო და ა.შ მეც დებილივით ( მართლა დებილივით ) ვუჯერებდი და მეგონა,რომ მართლაც ეს როგორ გააკეთა, როგორ გაბედა და ა.შ საბოლოო ჯამში ამ ყველაფერმა მიგვიყვანა დასასრულამდე,ნუ მარტო ამან არა,მაგრამ ნუ ხო ხვდებით… ეხლა ვისწავლე ჭკუა,ჩემსა და გიორგის ცხოვრებაში არავის აღარ ვრევ,ის კი არა რჩევებსაც იშვიათად ვეკითხები ჩემ მეგობრებს და პირადულს არც აღარაფერს აღარ ვყვები… თუ კარგად მახსოვს 3 წლის განმავლობაში მემგონი ჩემებს სულ 2-3 ვკითხე რჩევა)))  ბედნიერების ასეთი მაგარი რეცეპტით უკვე მე-3 წელია ერთად ვართ ბედნიერეად და თითქმის უკომფლიქტოდ… მემგონი მართალია  >> სიყვარულსა მალვა უნდა… და კიდევ პირადი ამბების თქვენს შორის დატოვება…

დღეისათვის სულ ეს იყო… ჩემი თავით ვამაყობ,წარსულში დაშვებული ეს რამდენიმე შეცდომა კარგად გავიაზრე და გამოვასწორე…

ძალიან გთხოვთ ნუ დაანგრევინებთ თქვენს ცხოვრებას სხვებს… როგორც თქვენ გსურთ ისე იცხოვრეთ და ნუ მოუსმენთ სხვის აზრებს…

ჯერ თქვენს თავზე იფიქრეთ და შემდეგ სხვებზე…

მიყვარხართ ♥ 

Leave a comment