დღე 21 – წერილი იმათ,ვინც პირველივე გაცნობაზე მსჯის


ბევრჯერ ყოფილა ისეთი შემთხვევა,როდესაც არ მიცნობდა ადამიანი და ისე გამოუტანია დასკვნა თუ როგორი ადამიანი ვარ …
ამაზე კი ერთი ბიჭი გამახსენდა … კონკრეტულად კი ჩემი ყოფილი დაქალის ყოფილი შეყვარებული …
ისინი საშინლად დაშორდნენ ერთმენათს… ეს ბიჭი ფიქრობდა ამ ჩემს ყოფილ დაქალზე,რომ იყო ბოზი,ყველას იმას აძლევდა რაც სურდათ და ა.შ
იმის და მიუხედავად,რომ მე თითქმის არ მიცნობდა (მხოლოდ 3–ჯერ ვყავდი ნანახი) დაასკვნა,რომ მეც ზუსტად ისეთივე ვიყავი … ძალიან მეწყინა ეს,რადგან არ ჰქონდა არანაირი საბაბი იმასა,რომ ჩემზე ასე ეფიქრა… მაგრამ რას ვიზამდი …
წელს ზაფხულს კი ერთად ვისვენებდით მანგლისში და იქ ყოფნის დრომ მითხრა,რომ არ ვყოფილვარ იმის ნაირი … და ამაზე ძალიან ბევრჯერ მომიხადა ბოდიში …
ახლა კი მინდა ვუთხრა,რომ არ შეიძლება ადამიანზე იფიქრო ცუდი მხოლოდ იმიტომ,რომ მისი მეგობარია ასეთი …
ჩემი ერთი მეგობარი სულ ამას ამბობს ” თუ ერთი ყ..ა მაშინ მეორეც ყ..აოო  “ კი ზოგჯერ ესეც ხდება,მაგრამ არ შეიძლება ადამიანზე თქვა ბოზიაო მხოლოდ იმიტომ,რომ მის დაქალს თვლი მასეთს …

მაინც მიხარია,რომ ბოლოს და ბოლოს მიხვდი შენს შეცდომას და იმედია აღარავიზე შეიქმნი ცუდ (ან კარგ) შთაბეჭდილება მხოლოდ იმიტომ,რომ მისი ახლო მეგობარია ასეთი …

რაღაც აბდაუბდა პოსტი გამომივიდა,მაგრამ მემგონი მიმიხვდით რისი თქმაც მინდოდა…

5 responses to “დღე 21 – წერილი იმათ,ვინც პირველივე გაცნობაზე მსჯის

  1. “მითხარი ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი ვინ ხარ შენ.”
    არ დაფიქრებულხარ, თუ რატომ თვლიდა შენს მეგობარს ბოზად?

  2. მეც მანგლისში ვისვენებდი ამ ზაფხულსს 🙂 ძალიან მიყვარს,
    ჰო, ნაჩქარევი დასკვნების გამოტანა კიდევ ძალიან ცუდია, გეთანხმები 🙂

  3. მესმის რაც დაწერე და გეთანხმები. მეგობრების მიხედვით ადამიანების შეფასება ჩემი აზრით ძალიან არასწორია.

  4. ძალიან მეცინება,რაღაც უაზრო მიზეზის გამო,რომ გამოაცხადებენ ხოლმე /// ეს გოგო ბოზია //// ეს კი მხოლოდ იმიტომ,რომ იმას აკეთებს რას უნდა და არა იმას რაც საჭიროა.
    ჩემზეც ბევრს უთქვამს ესეთ რაღაცეებს,რომ წერს გარყვნილიაო. მე არ ვეთანხმები. არც შენი დაქალის ყოფილს ვეთანხმები.

Leave a comment