I wanna be a part of something I don’t know…


ჩემი ერთი მეგობარი ამბობდა: “ზუსტად მაშინ,როდესაც გულის კარი ცხვირწინ უნდა მივუკეტო,გამოჩნდება და არ მაძლევს ამის საშუალებას” …. ზუსტად ასე დამემართა სამშაბათს…
უკვე დავიწყებული მყავდა… მართლა,მართლა… საერთოდ აღარ ვფიქრობდი მასზე და ვიყავი წყნარად… ვიცოდი/მეგონა ან მგონია,რომ ბედნიერია იმასთან ვისთანაც არის და მეც ბედნიერი ვიყავი/ვარ,მაგრამ 1 თვის გაუჩინარების შემდეგ გამოჩნდა.. დამირეკა სამშაბათს და მთხოვა მნახე ხვალო,მომენატრეო… მე არ მეცალა რა თქმა უნდა ამ გაკვეთილების გადამკიდე და დავპირდი,რომ მეცლება დაგირეკავ–მეთქი…

რატომ,რატომ გამოჩნდა ისევ?? ვერ ვხვდები რა უნდა… ვხვდები,რომ აღარ შემიძლია ამდენი… დავიღალე … ერთ სიმღერაშია ასეთი ფრაზა “I’m not a trick you play” ძალიან შეესაბამება ჩვენს შემთხვევას… ხან ჩემი ნახვა უნდა, ხან საერთოდ აღარ უნდა… ხან რა ,ხან რა… დავიღალე…

აღარ ვიცი რა ვიფიქრო… ნერვები მეშლება,რომ ბოლომდე არ მიშვებს უკვე რამდენი წელია… ზოგჯერ ვფიქრობ,რომ ასე უნდა ვიყოთ სულ.. ხან მე უნდა ვატკინო გული,ხან იმან… ასე გაგრძელება აღარ შეიძლება… მაგრამ არ მინდა,რომ დასრულდეს ….

აღარ ვიცი რა ვქნა..
არ ვიცი რა მინდა… მინდა მასთან ერთად ყოფნა თუ არა??? ეგ რომ ვიცოდე ყველაფერს გავაკეთებდი იმისთვის,რომ დამებრუნებინა… ან რომ არ მინდოდეს გავაკეთებდი ყველაფერს,რომ დამევიწყებინა… ამიტომ ვარ ასე დაბნეული… ამაზე უარესი არაფერია…!!!

ზოგჯერ მგონია,რომ არ არის იმ გოგოსთან ბედნიერი,მაგრამ რაღაც აკავებს…
ან არ ვიცი რა უნდა…

ბოლოს და ბოლოს უნდა გავარკვიო რა უნდა … ან მე რა მინდა…

ხვალ ვაპირებ,რომ ვნახო თუ ეცლება…

პ.ს. ძალიან სულელი ვარ … ეხლა ვზივარ და ვფიქრობ რა ჯობია დღეს დავურეკო თუ ხვალ…

26 responses to “I wanna be a part of something I don’t know…

  1. რა ძნელია ასე გაურკვევლობაში 😦
    იქნებ ჯობია ნახო და დაელაპარაკო?

  2. ნახააავ? რა მაგარია! მასე ჯობიააააააააააააა :*:* :*
    ყველა პოსტი წავიკითხე დღეს რაც არ წამიკითხავს,და ყველა მომეწონა ეგ 30 დღის სერია მიყვარს ძალიან!! საღოლ!!!!!

    • მადლობ … ხო ვაპირებ,რომ ვნახო (თუ ეცლება)

      მომენატრა შენი პოსტები… ველოდები ახლებს

  3. ჯობია ნახო და გაარკვიო რა ხდება, ჯობს გეტკინოს, ვიდრე ასე გაურკვევლობაში იყო…
    პ.ს. შეგიძლია მითხრა რა ქვია? )))

  4. ნახე? ხო მშვიდობააა?
    ხო,შეშლილი შევცვალე და ჩემი კლიჩკით ვარ თუ რამე (პარანოიკ) :* :*:*

  5. კი ვნახე… ნუ ახალი არაფერი,მაგრამ ის მაინც გავიგე,რომ ვუყვარვარ,მაგრამ ეშინია შეცდომა არ დაუშვას… არ ვიცი რა ვიფიქრო თუ ვუყვარვარ არც უნდა ეშინოდეს გარისკვის.. მაგრამ მესმის მისი,მართლა ბევრჯერ გავუცრუე იმედი და სწორსაც შვება,რომ ცოტა თავს იკავებს…

    პ.ს. რატომღაც მგონია,რომ შევრიგდებით… რა სულელი ვარ ….

    • სულელი არ ხარ,შერიგდებით უეჭველი,მთავარია შეცდომა არ დაუშვა და ჭკვიანურად მოიქცე :*

  6. ერთი ის არის,რომ არღარ ვიცი ამდენი რამის შემდეგ მიღირს,რომ შევრიგდეთ?? აღარ მინდა რომ გული მეტკინოს და მაგიტომ ვიკავებ თავს…

    • კი მაგრამ,შენ დაშორდი თუ იმან მაშინ?თან გააჩნია მიზეზს,და საერთოდ თუ ერთმანეთი გიყვართ “დაიკიდეთ” ყველაფერი და თავიდან დაიწყეთ

  7. მე დავშორდი… მიზეზი კი ის იყო,რომ მითხრა სხვაც მყავსო. ამის შემდეგ დამპირდა დავშორდებიო,მაგრამ აქამდე არ დაშორებია…
    გრძელი ამბავია რა… 🙂

    • ჯერ არ დაშორებია?
      მაშინ დაშორდეს და თავად აირჩიოს რომელი უყვარს და ვისთან სურს ყოფნა,შენ უკვე ანიშნე რომ გიყვარს და მეტი აღარ იაქტიურო მაშინ.
      მე უბრალოდ გირჩევ,თორე შენ უკეთ იცი :*

  8. ძალიან საშინელებაა გაურკვევლობა.. თუმცა ჩვენი მთელი ცხორებაა გაურკვევლობა.. სხვანაირად ალბათ უინტერესო იქნებოდა ნებისმიერი ურთიერთობა…. ვერ წარმოიდგენ რა დონემდე მესმის შენი 😦

  9. მაპატიე, მაგრამ მართლა სულელი გოგოსავით იქცევი.
    არ იცი რა გინდა, არც მან იცის..
    გაურკვეველი კი არა, არამედ სულელური სიტუაციაა..
    რაღაცებს მიედ-მოედებით..
    ტყუილად იტანჯები..
    დაამთავრე ურთიერთობა.. თუ უყვარხარ, იმასთან რატომ არის მაშინ?
    წარმატებები..
    ჭკვიანი გოგო ხარ, დაფიქრდი და გონებით მიუდექი..

  10. არაფერი არ გაქვს საპატიებელი…

    უბრალოდ ძალიან დიდი ისტორია აქვს ჩვენს ურთიერთობას … ამ ყველაფრის დაწერას კი ნამდვილად ვერ მოვახერხებ…
    არ არის ყველაფერი ისე,როგორც ჩემი ნაწერებიდან ჩანს,რადგან არ მიწერია ყველაფერი… ეს იგივეა წიგნის კითხვა შუიდან,რომ დაიწყო და წარმოდგენა არ გქონდეს რაზეა ან წინ რა წერია…და ისე განსაჯო…
    ამიტომ მესმის შენი,რატომაც გაიგე ეს ყველაფერი ასე …
    ისიც ვიცი,რომ ტყუილად არ ვიტანჯები…
    იმასაც აქვს თავისი მიზეზი,რატომ არ შორდება იმ გოგოს…
    უბრალოდ არ შემიძლია ყველაფრის აქ დაწერა… მინდა,რომ რაღაც ჩემთვისაც დავიტოვო…
    რისი დაწერაც შემიძლია იმას კი ვწერ…

    • მომეწონა შენი პასუხი. მე ალბათ ძალიან ცუდად ვეტყოდი რამეს. შენ კიდევ ზდილობიანად უთხარი ის,რასაც მე უხეშად ვეტყოდი.
      ისე რაღაც–რაღაცეები გაეპარა მაინც.
      შენ კიდევ საღოლ.კარგად უპასუხე.

  11. ცუდია,როცა არც ერთმა არ იცით რა გინდათ.. ასე იმიტომ მგონია,რომ შენს მიერ ნაამბობი მისი ქცევიდან გამომდინარე ეჩნევა,რომ შენსავით დაბნეულია ისიც : )
    წარმატებებს გისურვებთ!

  12. იცი რა?! ჩემი საუკეთესო მეგობრის ისტორია გამახსენდა, ზუსტად მასე იყო შარშან, თან ზუსტად აბიტურიენტები ვიყავით და რომ არ მოგატყუო არა მარტო შარშან არამედ მთელი 3 წელი, მათ ძალიან ცუდად დაასრულეს, ღმერთმა დაგიფაროთ თქვენ მსგავსი შემთხვევისაგან…
    გოგოს უყვარდა და რა ექნა, ისე უყვარდა რომ ძალიან ბევრჯერ გადაუბიჯებია თავმოყვარეობისთვის და მაინც უნახავს…
    ერთს გეტყვი ჩემო კარგო, შეიძლება იცი კიდეც რომ რაღაც “ნედარაზუმენიაში” (მაპატიე სლენგისთვის” ხარ, მაგრამ რაღაც მომენტში ალბათ მოგწონს კიდეც.
    არავინ არ უნდა გაბედოს შენი გაკრიტიკება, რადგან ასეთი რამ ყველას მოსდის…
    სანამ შენ არ მიხვდები რომ თქვენი ურთიერთობა ძააააალიან დიიიდი სისულელეა და ორივესთვის მტკივნეულია მანამდე მაინც ვერ მოეშვები…
    ამიტომაც არ აქვს სხვების საუბარს აზრი
    გისურვებ იპოვო ძალა საკუთარ თავში :*)

Leave a reply to »♥» ana «♥« Cancel reply